ჩემი სიცოცხლის გაგრძელება მთლიანად მიბმულია თქვენს ხვალინდელ გადაწყვეტილებასა და საქართველოს გამარჯვებაზე

317 წაკითხვა

მინდა იცოდეთ, რომ ჩემი სიცოცხლის გაგრძელება მთლიანად მიბმულია თქვენს ხვალინდელ გადაწყვეტილებასა და საქართველოს გამარჯვებაზე, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა #12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს გააცნო.

სააკაშვილი ამომრჩეველს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„ხვალ არის მეორე ტური და ის გადამწყვეტია ქართული დემოკრატიისთვის, ჩვენი მომავლისა და ჩემი სიცოცხლისთვის. მე მინდა იცოდეთ, რომ ჩემი სიცოცხლის გაგრძელება მთლიანად მიბმულია თქვენს ხვალინდელ გადაწყვეტილებასა და საქართველოს გამარჯვებაზე. დღეს ჩემი შიმშილობა სრული მოცულობით გრძელდება, მაგრამ მაქვს თითოეული თქვენგანის იმედი და ე.ი გამარჯვებული ხვალის იმედი.

გთხოვთ, დღის ბოლომდე და ხვალ დილიდან გადაურეკოთ ყველა ნათესავს, ახლობელს ვინც არ აპირებდა არჩევნებზე მისვლას და გაიყოლოთ თან. ყოველი ადამიანის მონაწილეობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა გთხოვოთ ხვალ საღამოს შეიკრიბოთ ხელახლა საარჩევნო უბნებთან, რათა დავიცვათ ხმები. ივანიშვილს უნდა რომ საბოლოოდ გაგვტეხოს და დაგვიმორჩილოს, თქვეს ხელშია ახლა საქართველოს ბედიც და ჩემი ბედიც.

მე ღრმად მწამს გამარჯვების და გამარჯვებასთან ერთად საზოგადოების შერიგების და გამთლიანების; ჭრილობების მოშუშებისა და განსხვავებული შეხედულებების ადამიანების ერთობლივი წინსვლისა და წარმატების. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.

Next Post

„ბინძური სისტემა უნდა დაინგრეს!“ - სოსო გოგაშვილი

პარ ოქტ 29 , 2021
317 წაკითხვასუსი-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც არჩევნების მოსალოდნელ გაყალბებაზე საუბრობს: კრიმინალურ, ბოლშევიკურ, კორუფციული სინდიკატი, ხვალ კიდევ ერთხელ გვაყურებინებს სპექტაკლს. გაყალბების კიდევ ერთ ტურს წარმოგიდგენთ “ქ.ო.& co. რესურსი: . ხალხის კუთვნილი და მოპარული მილიონები. . მიტაცებული ყველა სახელისუფლებო შტო. . შავი ფულით დაფინანსებული მართული მედია. . თავგასული პრივილეგირებული კრიმინალები. . ”ქოცესკო”. . დამხმარე […]