„საკმარისად გაძარცვა ქალაქი ამ უზრდელმა მერმა..“ – თაკო ჩარკვიანის პასუხი

2,759 წაკითხვა

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის მიხედვით, თაკო ჩარკვიანის მეუღლე დიღმის ტყე-პარკში 6346 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს. ეს კითხვა მას ფეისბუქ პოსტზეც დაუსვეს, რაზეც თაკო ჩარკვიანმა უპასუხა.

„უკანონოდ ფლობს გიგანი, თუ ბიუჯეტიდან აქვს, თუ ჩინოვნიკია, თუ ოდესმე თანამდებობაზე ყოფილა, თუ წესიერად კანონიერად შეძენილი ქონება აკრძალულია, თუ რა ხდება? და რატომ არ უნდა ჰქონდეს?  კალაძეს ნამდვილად არ აჩუქებს ზუსტად ვიცი, რადგან პაწია კახი, კორპუსებს ჩადგამს , ისევ თავის გასამდიდრებლად,

ისე რომ იცოდეთ 40 მილიონი გამოიყო საკრებულოს გადაწყვეტილებით, რომ გაცვლილიყო ტერიტორიები, რადგან კერძო საკუთრება დაცული უნდა იყოს მიგეხსენებათ, ახლა გამოძიება დავიწყეთ სად გაქრა ის 40 მილიონი? და მხოლოდ ნაცნობ ნათესავებს რატომ გაუცვალეს შერჩევით (ეს ნაკვეთები, გაცემულია-გაყიდული მაშინ და შეძენილია ადამიანების – ბიზნესმენების მიერ კანონიერად, შეძენილია ნაკვეთები, თან მაშინ როცა რეკრეაციულ ზონად გამოცხადებული არ იყო)

ასე რომ ….მისამართი აგერიათ, დემოკრატიული ხელისუფლება მოვა და ჩემი მეუღლე თავად გადაწყვეტს რა და როგორ გააკეთოს, მხოლოდ თავისი სურვილით, მისი საქმე იქნება, ისედაც მთელი ცხოვრება ასე ცხოვრობს, ვინც იცნობს რა მშრომელი და უაღრესად ვაჟკაცი კაცია.

რაც შეეხება კალაძისთვის ჩუქებას, ვიცი რომ ნამდვილად არ აპირებს, საკმარისად გაძარცვა ქალაქი ამ უზრდელმა მერმა, სამომავლოდ კი მხოლოდ მისი ანუ კეთილსინდისიერი ბიზნესმენის გადასაწყვეტი იქნება როგორ მოიქცევა, ახლა კი ჯერ ის 40 მილიონი უნდა გამოვიძიოთ სად წაიღო „პაწია კახიმ“ – წერს თაკო ჩარკვიანი.

Next Post

ნინო კალანდაძის პასუხი 2012 წელს, დავით გარეჯთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე

კვი ოქტ 11 , 2020
2,759 წაკითხვასაგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე, რომლის განცხადებაც დავით გარეჯთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის აღშფოთების საგანი გახდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვიდეოფრაგმენტი. “რაც შეეხება ჩემს 2012 წლის განცხადებას, რომლითაც ბოლო დღეებში ჩვეული არაკეთილსინდისიერი მეთოდებით მანიპულირებს ხელისუფლება და სამთავრობო მედია, რომელიც ავრცელებს კონტექსტიდან ამოგდებულ ვიდეო ჩანაწერს, როცა კომენტარი ეხება კონკრეტულ კითხვას და კონკრეტულ უბანს და არა […]