რამდენი ასეთი “როგორ შეიძლება” შეიძლება ჩამოთვალოს კაცმა – სოსო მანჯავიძე 

1,962 წაკითხვა

როგორ შეიძლება, ადამიანს 48 მილიონის გაფლანგვა ჰქონდეს და პოლიტიკაში რჩებოდეს.
როგორ შეიძლება, ადამიანს ასობით უსამართლო განაჩენი ჰქონდეს გამოტანილი და მოსამართლედ რჩებოდეს.
როგორ შეიძლება, ადამიანმა ომი წააგოს, ჰალსტუხი ჭამოს, მიწაზე იფორთხოს, შემდეგ წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადოს და მაინც ერთ-ერთ პოპულარულ ლიდერად რჩებოდეს.
როგორ შეიძლება კაცზე ეჭვი იყოს, რომ სერიული მკვლელია და მას პოლიტპატიმრად აცხადებდნენ.
როგორ შეიძლება გუბაზ სანიკიძე თავს გლადიატორად თვლიდეს.
როგორ შეიძლება პოპულარული იყოს გვარამიას და გაბუნიას არხი ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა თავს მორწმუნედ თვლის.
როგორ შეიძლება ერთ დღეს, ერთ დარბაზში ჯერ მკვლელს და სისხლიანი რეჟიმის სულისჩამდგმელს ეძახდე ადამიანს და მერე -კოლეგას.

როგორ შეიძლება, ქვეყანაში, სადაც ფასები იზრდება, და სიღატაკეა, კრინტს არავინ ძრავდეს ამაზე და მთავარ საკითხად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყოს?
როგორ შეიძლება პეტრე ცაავა კვლავ მიტროპოლიტი იყოს, ხოლო მამალაძე- დეკანოზი?
რამდენი ასეთი “როგორ შეიძლება” შეიძლება ჩამოთვალოს კაცმა. მაგრამ მერე რა?
შეაყარე კედელს ცერცვი.

განურჩევლობა და ზნეობრივი დალტონიზმია გამეფებული ჩვენს ქვეყანაში, .გასაოცარია, როგორ თავსდება ასეთი უკიდურესად,ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები ადამიანებში.
სწორ ხნულს ვერ გაავლებ ამ დანაღმულ ველზე.
ცუდ სიზმარს ჰგავს, აი იმას, მოძრაობა რომ გინდა და შენელებულად მოძრაობ, თქმა გინდა რამესი და ვერ ამბობ ,რაღაცის აცილება გინდა და ვერ იცილებ, რაღაც უხილავი ბორკილებით ხარ დაბორკილი და გახლართული.

გაღვიძების შემდეგაც რომ შიში გამოგყვება, იმგვარ სიზმარს.
არადა, გაღვიძებაც ჯერ შორსაა, როგორც ვუყურებ.

სოსო მანჯავიძე 

 

Next Post

"ითამაშე და მოიგე - ეს, ძმაო, კრისტალბეთ საქართველოა!" - დემურ გიორხელიძე

ხუთ თებ 13 , 2020
1,962 წაკითხვაშრომა?! – რა მიქარვაა, უჭკუოების საქმე! სწავლა?! – უსაქმური ახალგაზრდების საქმე… პროფესიონალიზმი?! – მოცლილი არაფრისმაქნისების საქმე! “ითამაშე და მოიგე – ეს, ძმაო, კრისტალბეთ საქართველოა!” გეიგე, შაშა?! (შაშა განზოგადებული მიმართვაა, … კონტექსტში იმას აღნიშნავს, როცა…. პიკს აღწევს! მიმიხვდით ალბათ!) ონლაინ ტოტალიზატორი და კაზინო – აი, წარმატების გზა! “ითამაშე და მოიგე – ეს, ძმაო, კრისტალბეთ საქართველოა!” გეიგე, შაშა?! (შაშა განზოგადებული მიმართვაა, […]