1,755 წაკითხვა
საქართველოს პარლამენტში დეპუტატები ვიქტორ ჯაფარიძე და თენგიზ გუნავა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ინციდენტი პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის დაწყებამდე დაიწყო, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილს უსმენენ. მედიის წარმომადგენლები საკომიტეტო დარბაზში ინციდენტს იმ დროს შეესწრნენ, როდესაც დეპუტატები ერთმანეთზე ფიზიკურად იწევდნენ.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამის დაკონკრეტებისგან დეპუტატები თავს იკავებენ.