„საზოგადოებას ჭირდება მშვიდი გარემო, იმისათვის რომ განვითარდეს“ – გიორგი ჭილაშვილი

729 წაკითხვა
გიორგი ჭილაშვილის პოსტი ფეისბუქში:
ზოგადად საზოგადოებას ჭირდება მშვიდი გარემო, იმისათვის რომ განვითარდეს. ასევე დროა რომ შეიცვალოს დაპირისპირების მეთოდები და პოლიტიკოსები უფრო გათანამედროვდნენ. დრომოჭმულად მივიჩნევ რევოლუციებს და მსგავს ამბებს, რადგან დღეს ყველანაირი არხები და გზები არსებობს ჩვენს თუ სხვა ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებებისთვის. პოლიტიკოსები უნდა იყვნენ მეტად პრინციპულები და მათ ევალებათ რომ საკუთარი მხარდამჭერებიც გაზარდონ, გაზრდას კი ვერ მოიტანს, რაღაც რომ არ იცი როგორ დამთავრდება ასეთი მოწოდება, ვითომ მშვიდობიანად რევოლუციისკენ!
საერთაშორისო პარტნიეორების მოწოდება ყოველშემტხვევაში მე რაც მომისმენია მუდმივად მიმართულია სიმშვიდისკენ და დემოკრატიული პროცესების გააქტიურებისკენ რაც ყველამ უნდა გაიგოს, დემოკრატიული პროცესის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილი გახლავთ არჩევნები. საჭიროა, რომ მოსახლეობაში არ გაჩნდეს კიდევ უფრო მეტი პოლარიზება, ამიტომ ყველა მხარეს აქვს ვალდებულება.
არჩევნების პირველი ტურის შედეგი თუ მისაღები იყო, მაშინ მეორე ტურზე რა მოხდა? ან კიდევ ეს პარლამენტში შესვლა და გამოსვლა, თუ შედიხარ შედი, თუ არადა საერთოდ არ შეხვიდე, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ არც არჩევნები აინტერესებს ვინმეს და არაც მისი შედეგი, აქ მთავარი პირადი კეთილდღეობა და სხვის დაკრულზე ცეკვაა მთავარი.

Next Post

„სააკაშვილის გადაყვანა მხოლოდ ციხის საავადმყოფოში შეიძლება, რადგან შესაძლოა, რუსულმა სპეცრაზმმა გაიტაცოს!“ - ბონდო მძინარაშვილი

სამ ნოე 2 , 2021
729 წაკითხვა ბონდო მძინარაშვილის პოსტი ფეისბუქში: გვარამიამ თქვა, სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა უნდათ, საიდანაც შესაძლოა, ოსურმა სპეცრაზმმა გაიტაცოსო! გავყვეთ გვარამიას ლოგიკას: სააკაშვილის გადაყვანა მხოლოდ ციხის საავადმყოფოში შეიძლება, რადგან სამოქალაქო კლინიკიდან შესაძლოა, რუსულმა სპეცრაზმმა გაიტაცოს! ჩვენ კი ეს არ უნდა დავუშვათ, რადგან პუტინს თავისი მუქარა არ დავიწყებია! ამიტომ, იჯდეს, სადაც ზის კოხტად, და იწვეს, სადაც დააწვენენ ლამაზად! სინათლე აქვს? აქვს! სითბო […]