„აქამდე მსგავსს, ვერაფერს წარმოიდგენდა საარჩევნო პროცესი“ – გიორგი ჭილაშვილი

375 წაკითხვა

სააარჩევნო საკითხების სპეციალისტ გიორგი ჭილაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში:

“კიდევ ერთხელ მიმოვიხილოთ საარჩევნო ცვლილებები, საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომლებმაც არ იციან საარჩევნო სისტემაში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რადგან აუცილებელია ამის ხშირად გამეორება, თორემ ვუყურებთ, რომ საინფორმაციო სივრცეში არაობიექტური სიუჟეტებით უჭედავენ ტვინს საზოგადოებას, რაც სინამდვილეს უბრალოდ არ შეესაბამება!

პირველი საკითხი, რომლის დისკრედიტაცია ხდება, გახლავთ ხმის გადათვლა, ანუ სიუჟეტს აკეთებენ და ამბობენ, არ გადაითვალა გარკევეული უბნები, რაც სიცრუეა.

არაობიექტურს კი იმიტომ ვახსენებ, რომ ამ დროს ჟურნალისტი არ ახსენებს ფაქტს, რომ დღეს გადათვლის პროცენტული მაჩვენებელი გახლავთ 22 პროცენტი , არადა 2003 წლიდან დღემდე გადათვლის მაქსიმალური მიღწევა იყო 1 % ხვდებით ხომ?!

ასევე აკნინებენ ერთ უპრეცედენტო სიახლეს, ვიდეოფიქსაციას, ანუ, ის ფაქტი, რომ სიახლეა და უპრეცედენტოა, საერთოდ არ აინტერესებთ, არც ის აინტერესებთ, აქამდე ვიდეოფიქსაციას კი არა, მსგავს ვერაფერს ვერ წარმოიდგენდა საარჩევნო პროცესი!

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დეზინფორმაციულ კამპანიას არ ეხმაურება ადგილობრივი პრივილეგირებული არასამთავრობო სექტორი, რაც არ არის გასაკვირი, რადგან მათი ობიექტურობის ხარისხი ძალიან დაბალია! საერთაშორისო დამკვირვებლებმა კი ადმინისტრაციის ბოლო სიახლეები ძალიან პოზიტიურად შეაფასეს”- წერს გიორგი ჭილაშვილი.

Next Post

„გარკვეული დესტრუქციული ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ მათ დისკრედიტაციას“

ორშ ოქტ 25 , 2021
375 წაკითხვარაც უფრო ახლოვდება მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური,გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან მით უფრო გააქტიურდა დეზინფორმაციული კამპანია არჩევნებთან დაკავშირებით.“– ამის შესახებ განცხადებას ავრცელებენადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები: „დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრის“ დირექტორი დავით ლილუაშვილი და “მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრის“ დირექტორი მაია ხარაძე. „როცა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები კეთილსინდისიერად ასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს და მოქმედებენ „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, ხოლო […]