ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:
„უდიდესი მავნებლობაა, რომ ქალაქებს შორის მიმოსვლა მანქანებითაც კი შეუძლებელია. ულოგიკო, გაუაზრებელი, ანტიხალხოსნური და ანტიადამიანური.
ვის მოუვიდა აზრად ამ აკრძალვის ძალაში დატოვება? ან საჭმელი როგორ მოვიმარაგოთ სოფელში? ან სოფლის მეურნეობაო, რომ გაიძახით, აგერ ვამუშავებ ჩემს ეზოს რომ შიმშილით არ ამოვწყდეთ ოჯახი და ან აგრო მაღაზიაში მინდა ჩასვლა, რომელიც აქ არ არსებობს.. ან აგერ სეზონი მოდის და ბავშვები მინდა ამოვიყვანო სოფელში რომ დათბება და დავტოვო მთელი ზაფხული, ოჯახი არ მინახავს კვირებია, დედაჩემი არ მინახავს, ან შეუძლოდ რომ იყოს ან ფული რომ დასჭირდეს საკვების ან წამლების, როგორ უნდა მივაწვდინო?
რა ჯიშის ხართ ამ ხელისუფლებაში? რა ადამიანები ხართ? საიდან შეიქმენით ასეთები? ან ეს სიძულვილი თქვენივე მოქალაქეების მიმართ რატომ გაქვთ?
აი, პრემიერის გამოსვლის შემდეგ ისეთ ხასიათზე ვარ, როგორც იტყვიან, დანა რომ გადამისვას ვინმემ, სისხლი არ წამომივაო? მიშაზე ლაპარაკობთ კიდევ? მიშას სისასტიკე რას მოვა თქვენს არაადამიანობასა და სისასტიკესთან, ტვინი აგვიფეთქდა ხალხს იმის ფიქრით, როგორ მოვახერხოთ არსებობა…“