2,434 წაკითხვასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს აზერბაიჯანს ეწვევა. ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის პირველ საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა. პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შედგება. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტები განხორციელდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც არიან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორები, როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. 2019 წლის 9 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრი ეწვევა აზერბაიჯანის რესპუბლიკას, შემდეგ […]

1,574 წაკითხვასაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია. მას ბრალი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ წარედგინა, სადაც რამდენიმე დღეა მკურნალობს. „ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ბრალდება წარდგენილია საქართველოს სისხლის […]

2,561 წაკითხვა„პუტინს გადაწყვეტილი აქვს მიიერთოს საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, ბელარუსი, უკრაინის ძირითადი ნაწილი — გარდა დასავლეთისა. ამ ეტაპზე რუსეთი მიაღებინებს მათ ნეიტრალიტეტს და დაასუსტებს ამ ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებს. მთები, რომლებიც თქვენს უკანაა, აღარ გაყოფს ორ ქვეყანას, ეს ერთი ქვეყანა იქნება, სადაც თავისუფლად გადაადგილდებიან ჯარისკაცები, ჩამოვლენ მათი მოხელეები, რათა გვმართონ. ჩვენ დავუსხამთ მათ ღვინოს, გავართობთ, ფეხებს დავულოკავთ და გავხდებით მათი მონები. აი, […]

1,756 წაკითხვა„ტაქსით მგზავრობის ფასი განსაკუთრებით პირველი დღეების განმავლობაში იყო პრობლემა, თუმცა ეს თემა რეგულირდება და პრობლემა აუცილებლად მოგვარდება“,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსების გაზრდილ საფასურთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია კომპანიებთან, რომლებიც ბაზარზე მუშაობენ. „არავის ექნება იმის შესაძლებლობა, რომ რეფორმისა და ხალხის ხარჯზე გაზარდოს ფასები. აუცილებლად, ეს ყველაფერი იქნება დარეგულირებული და თვითონ ბაზარიც დაარეგულირებს“,- განაცხადა […]

1,869 წაკითხვაგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრან-ვალტერ შტაინმაიერი თბილისშია. ოფიციალური დახვედრის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, სადაც პრეზიდენტთან შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში მიმდინარეობს. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. გერმანიის […]

2,708 წაკითხვაურწმუნოებო, მოღალატეებო, ვისაც არ გჯეროდათ დაიჯერეთ, ამ მოღალატე ხელისუფლებამ დავით-გარეჯი ჩააბარა აზერბაიჯანს, აგერ ბატონო. ახალი სასაზღვრო პუნქტიც გახსნეს და ალბანური კულტურის ძეგლადაც გამოაცხადეს, ჩვენ კი ჩვენ რას ვაკეთებთ? ან სად არის საპატრიარქო, რატომ დადუმდა 30 ვერცხლის სუნი ხომ არ უდის ამ ყველაფერს. გიორგი ლაღიძე

2,408 წაკითხვაასე გაგრძელება არ შეიძლება… 1. კაზინოები (ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტზე აღმატებული ბრუნვებით, ანუ სახელმწიფო სახელმწიფოში) 2. ბორდელები (მთელ ახლო აღმოსავლეთში თბილისი ცნობილი როქორც გარყვნილების მექა და სექს-ტურიზმის (სექს-ტურების) საუკეთესო ცენტრი). 3. კლანები (შერწყმული ხელისუფლებებთან, მომძლავრებულნი ფინანსურად და დაცლილნი ელემენტარული პასუხისმგებლობისგან: ლეგალიზებული მძარცველები) 4. ხელისუფლებები მოქმედნი უცვლელი სისტემის ფარგლებში – ანუ შედეგი წინასწარგანპირობებულია, რადგან სისტემის ფუნდამენტური თვისება ისაა, რომ… შეინარჩუნოს საკუთარი […]

2,087 წაკითხვააშშ-ის 2020 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის გამოყოფაა გათვალისწინებული. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გამოქვეყნდა აშშ-ის სენატის ასიგნებათა კომიტეტის მიერ 26 სექტემბერს მიღებული სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების (შFOPს) შესახებ კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით. 2020 ფისკალური წლის კანონპროექტი მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და […]

2,390 წაკითხვაჟურნალისტი გიორგი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს. „მთავარი არხის“ ჟურნალისტი უწყებაში ორშაბათს უნდა მივიდეს. ტელეწამყვანი მოწმის სტატუსით დაბარებულია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

2,315 წაკითხვატელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე არიან დაბარებული. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.