“საპატრიარქოს მოკლე ხედვა აქვს”

877 წაკითხვა

დეკანოზ თამაზ ლომიძის თქმით, რომელიც გერმანიაში მსახურობს, “საპატრიარქოს მოკლე ხედვა აქვს”. ასე შეაფასა დეკანოზმა პეტრე ცაავას მღვდელმთავრობიდან გადაყენება. მისი თქმით, სწორედ პეტრე ცაავას გადაყენებით დაიწყება “არნახული პრობლემები”. მის კომენტარს on.ge ავრცელებს.

პეტრე ცაავას გადაყენებას გამოეხმაურა იღუმენია თამარ გამყრელიძეც. მისი თქმით, “პატრიარქმა თავის მამათმავლობას გადააყოლა ეკლესიის ბედი”. მის კომენტარს “ტაბულა” ავრცელებს.

“დროა სრულიად საქართველომ გაიგოს რა უბედურებაშია დღეს საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია, პატრიარქმა თავის მამათმავლობას გადააყოლა ეკლესიის ბედი”, – თქვა მან.

სინოდის სხდომიდან პირველი პეტრე  ცაავა გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. პეტრე ცაავას თქმით, “ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე”.

სინოდის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი საგანი მეუფე იაკობის განცხადებებიც უნდა ყოფილიყო, რომელიც მან პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულების შესახებ გააკეთა. თუმცა უცნობია განიხილეს თუ არა ეს თემა სინოდის სხდომაზე.

 

Next Post

„ეს არის წარმოუდგენელი ღალატი“ - ნინო ბურჯანაძე მეუფე პეტრეს განცხადებებს ეხმაურება

ხუთ ოქტ 31 , 2019
877 წაკითხვა„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე მეუფე პეტრეს განცხადებებს ეხმაურება: ბურჯანაძის შეფასებით, მეუფე პეტრემ არამხოლოდ პატრიარქს, არამედ მთელ ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენა. „ეს არის წარმოუდგენელი ღალატი ქვეყნის, ხალხის, ერის და რწმენის, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ უკვე გადაყენებული მღვდელმთავარისგან. ეს არის შეურაცხმყოფელი მთელი ერისთვის. ღმერთი განსჯის, მაგრამ ვფიქრობ, რომ არც კაცთა განსჯა არ უნდა მოაკლდეს მას. მე მივიჩნევ, რომ […]