მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ხელისუფლებას მინდა მივმართო!

4,381 წაკითხვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს:

საქართველოს ხელისუფლებას მინდა მივმართო!

სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებში გაჭედილია მრავალი ასეული საქართველოს მოქალაქე, რომელთაც აიღეს ბოლო დარჩენილი ფულით ბილეთები.
ეს ხდება ვენაში, ეს ხდება ამსტერდამში, ეს ხდება იტალიაში, ეს ხდება გერმანიაში და მათ ქონდათ იმედი, რომ საქართველოს ავიახაზები მათ მიერ აღებული ძვირი ბილეთებით ჩამოიყვანდა მათ და საკუთარ სახლებში დააბრუნებდა.
თქვენმა ხელისუფლებამ გუშინ აკრძალა ამ რეისების შესრულება!
უამრავი საქართველოს მოქალაქე დარჩენილია ფულის გარეშე, სამედიცინო დაზღვევის გარეშე, დოკუმენტების გარეშე, ძალიან ბევრ ქვეყანაში.
მე რომ ვყოფილიყავი დღეს უფასოდ გავუგზავნიდი ამ თვითმფრინავებს – არაერთხელ გამიკეთებია ეს ჩემი პრეზიდენტობის დროს!
მოგიწოდებთ ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გთხოვთ შემოუშვათ საქართველოს მოქალაქეები და უზრუნველყოთ მათი დაბრუნება საკუთარ სამშობლოში – შეწყვიტეთ საბოტირება რეისების შესრულების!
ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ!

Next Post

„ბანკების მორიგი თაღლითობა - მთავრობამ, როგორც ჩანს, წაუყრუა"

კვი მარ 22 , 2020
4,381 წაკითხვაკომერციული ბანკების მორიგი თაღლითობა საქართველოს ეროვნული ბანკის დახმარებითა და მთავრობის წაყრუებით?! ვინ რა არ გაითვალისწინა ან გამორჩა… გაასწორეთ! გამოდის, რომ კომერციული ბანკები შეღავათებს ფასიანს ხდიან და ინაზღაურებენ იმ დანაკლისს, რასაც კრიზისი მათ მიაყენებს: (ა) ვისაც კი იპოთეკური სესხები და სხვა შედარებით მოცულობითი სესხები აქვთ, რამდენიმე ათასით მეტის გადახდა მოუწევთ. – ეს აშკარაა!.. სქემები, რომელიც დადეს – ამას ნიშნავს! ამასთან, […]