საქართველოში კომპიუტერის მომხმარებლებზე თავდასხმების შესუსტების ტენდენცია გრძელდება

597 წაკითხვა

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში კომპიუტერის იმ მომხმარებელთა პროპორციის კლების ტენდენცია გაგრძელდა, რომლებიც სხვადასხვა სახის კიბერშეტევებს ექვემდებარებოდნენ. ამრიგად, „კასპერსკის ლაბორატორიის“ თანახმად, ფინანსური მავნე პროგრამების შეტევები ნულამდე შემცირდა, 2021 წლის იანვარ-მარტში 0,4%-თან შედარებით.

კლების ტენდენცია შეინიშნება გამოსასყიდი პროგრამების შეტევების კუთხითაც, რომლებსაც 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში მომხმარებელთა 0,07%, ხოლო ერთი წლით ადრე 0,1% შეეჯახა.

საქართველოში შემცირდა იმ მომხმარებლების წილიც, რომლებსაც თავს დაესხნენ ფარული კრიპტომაინერები: თუ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ეს იყო 1,39%, მაშინ 2021 წლის პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა 1,0%  შეადგინა.

რაც შეეხება ინტერნეტის საშუალებით შეტევებს (ვებ -შეტევებს), 2022 წლის იანვარ-მარტში ისინი დარეგისტრირდა კომპიუტერის მომხმარებელთა 8,59%-თან, ერთი წლით ადრე  კი  8,0%-თან.

თავდასხმების ყველაზე მკვეთრი კლება დაფიქსირდა ლოკალური საფრთხეების ზონაში (მავნე პროგრამა, რომელიც შედის მოწყობილობებში სხვადასხვა მოსახსნელი მედიიდან, როგორიცაა USB -ფლეში,  დრაივები ან მეხსიერების ბარათები):  საქართველოში იმ მომხმარებელთა წილი, რომლებმაც განიცადეს ლოკალური საფრთხის შეტევები,  2021 წლის პირველ კვარტალში 17,1%-დან  შემცირდა 3, 56%-მდე მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

იმისათვის, რომ არ გავხდეთ კიბერშეტევების მსხვერპლი, კომპანიის ექსპერტები რეკომენდაციას გვაძლევენ , რომ არ მივჰყვეთ  საეჭვო ბმულებს სოციალურ ქსელებში, ფოსტაში და მყისიერ მესინჯერებში.  სკეპტიკურად განვეწყოთ ყველა იმ შეტყობინებასთან დაკავშირებით, რომლებიც მომგებიან შემოთავაზებას  აკეთებენ.  გამოვიყენოთ ყველა ანგარიშზე  სხვადასხვა ძლიერი პაროლი და  დავაყენოთ საიმედო უსაფრთხოების გადაწყვეტა ჩვენს მოწყობილობაზე.

კორპორატიულ მომხმარებლებს ურჩევენ რეგულარულად ჩაატარონ კიბერსაგანმანათლებლო  ტრენინგები თანამშრომლებისთვის, სადაც მათ შეეძლებათ  განავითარონ ციფრულ გარემოში უსაფრთხო  ქცევის პრაქტიკული უნარები, შექმნან ფაილების სარეზერვო ასლი და დაშიფვრა დამატებითი დაცვისთვის,  მოწყობილობის დაკარგვისა და მონაცემთა გაჟონვის შემთხვევაში, რეგულარულად განაახლონ პროგრამული უზრუნველყოფა, რადგანაც ასეთი განახლების დროს დეველოპერები ასწორებენ დაუცველობებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა. გარდა ამისა  კომპლექსური დაცვისათვის  გამოიყენონ სწორი გადაწყვეტა მარტივი მენეჯმენტით და უსაფრთხოების შემოწმებული ფუნქციით.

Next Post

„რეალური საფრთხეა, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, რისთვისაც იბრძოდნენ, რაზეც ოცნებობენ ჩვენი შვილები, ხელიდან იქნეს გაშვებული“

ხუთ ივნ 9 , 2022
597 წაკითხვაევროპარლამენტის რეზოლუცია მძიმეა საქართველოსთვის არაერთ ასპექტში, თუმცა, სანამ ხელისუფლება და ნაციონალური ოპოზიცია ცდილობს რეზოლუციის მთავარ გზავნილად ერთი კაცის სანქცირება და მეორე კაცის პატიმრობა წარმოაჩინოს, ვკარგავთ სახელმწიფოსთვის მთავარს ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. როგორც გახარია განმარტავს, რეალური საფრთხეა, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და რაზეც ოცნებობენ ჩვენი შვილები, ხელიდან იქნეს გაშვებული. „ ევროპარლამენტის რეზოლუცია […]