პოლიტპატიმარი ვასილ გოგალაძე – მამუკა მდინარაძეს: „არ გაქვთ მხარდაჭერა, ამოფარებული ხართ, როგორც ლეღვის ფოთოლს!“

ტვ „ალტ ინფოზე“, ზაზა დავითაიას სატელევიზიო გადაცემაში „განსხვავებული აზრი“, ყოფილმა პოლიტპატიმარმა ვასილ გოგალაძემ მიმართა პარლამენტარ მამუკა მდინარაძეს:

„მინდა, გავახმოვანო მნიშვნელოვანი ფაქტი: ქ.ოცნებაში გააქტიურდა ლიბერალური ფრთა, მათ შორის, რატომღაც , „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ, მაგალითად, მდინარაძე, რომლის უკან რა ძალები დგას, არავინ იცის. მე მინდა , მდინარაძეს მივმართო: ბატონო მდინარაძევ, გაიხსენეთ, თქვენი წარსული, სად იყავით, ვისი ხელდასმით იყავით საქართველოს გენპროკურატურაში, ვის დაკვეთებს თავიდან ბოლომდე ახორციელებდით! ძალიან გთხოვთ, პირი გამოირეცხეთ – პირდაპირ გეუბნებით!

ჩვენცა გვაქვს მოთმინების უნარი, მაგრამ თავიდან ბოლომდე, [პასუხი აგეთ]ყველა სიტყვაზე, როცა ახსენებთ „კონსერვატ. მოძრაობას“, რუსეთთან ურთიერთობებს, იმ ძალებს, რომლებიც განაპირობებენ, თქვენგან განსხვავებით, რუსეთთან მშვიდობიან ფორმატში დიპლომატიური კავშირის  აღდგენას და აფხაზეთის და სამაჩაბლოს უპირობოდ მშვიდობიან ფორმატში დაბრუნებას. ჩვენ შეგვწევს ამის უნარი და ბოლომდეც გავალთ და ლელოს დავდებთ. მაგრამ თქვენ არ გაქვთ ასე საუბრის უფლება, რადგან თქვენ არ გაქვთ ხალხში მხარდაჭერა, თქვენ ხართ უბრალოდ ამოფარებული როგორც რიგითი ადამიანი ლეღვის ფოთოლს. აი ასე მოგმართავთ ახლა.

  • „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *