„ამ საკითხზე დისკუსიას ახლა აზრი არ აქვს“ – აპატურაი საქართველოს „ნატო“-ში გაწევრიანებაზე

2,434 წაკითხვა

„მე ვნახე აზრთა გაცვლა-გამოცვლა საქართველოში ალიანსში გაწევრიანებაზე მეხუთე მუხლის გარეშე, ორ რეგიონთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ამ საკითხზე დისკუსიას ახლა აზრი არ აქვს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი წერს.

„მე ვერ ვხედავ ნატოში იმის სურვილს, რომ ეს მოხდეს, არც იმის მჯერა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ამ იდეის დროულობას უზრუნველყოფს. საქართველოს წარმომადგენლობა ნატოში აქტიურად ხელს უწყობს უფრო მეტ საქართველოს ნატოში და უფრო მეტ ნატოს საქართველოში, მკაფიო და კონკრეტული იდეებით. ეს არის სწორი მიდგომა, პოლიტიკურად და პრაქტიკულად. მალე ჩრდილოატლანტიკური საბჭო იქნება საქართველოში, რათა განვიხილოთ, თუ როგორ გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის როგორ დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების განხორციელებაში, რაც ეხმარება მას წევრობისთვის მომზადებაში“, – განაცხადა აპატურაიმ.

Next Post

მამუკა ხაზარაძეს თემურ ჭყონია უერთდება?

ოთხ სექ 11 , 2019
2,434 წაკითხვაგავრცელებული ინფორმაციით, „თი-ბი-სი“ ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას, კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას პრეზიდენტი, თემურ ჭყონია შეუერთდება. მხარეები ფაქტს ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა მამუკა ხაზარაძემ დღეს მიანიშნა, რომ მის გვერდით ბიზნესმენებს ვიხილავთ. თავის მხრივ, ჭყონიამ ერთ-ერთ გამოცემას განუცხადა, რომ თუ მამუკა ხაზარაძე შესთავაზებს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობისთვის საჭირო იქნება, რაღაც მიმართულებით გვერდით დაუდგება. ხაზარაძე პოლიტიკურ მოძრაობას ხვალ, ანაკლიაში დააფუძნებს და […]

შესაძლოა მოგეწონოთ