ირაკლი ღარიბაშვილი შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართული თათბირის შემდეგ, უშუალოდ სტიქიის ზონაში გაემგზავრა

287 წაკითხვა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, შოვში სტიქიის ზონის დასათვალიერებლად გაემგზავრა.

მანამდე მთავრობის მეთაურმა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში თათბირი გამართა.

პრემიერმა შტაბის წევრებისგან მიმდინარე სამაშველო სამუშაოებისა და მოქალაქეების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

თათბირს ესწრებოდა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე.

ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, მაშველებმა კი 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

Next Post

შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

პარ აგვ 4 , 2023
287 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტრო შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები. „დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა […]