სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება

205 წაკითხვა

სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება.

ამჟამად სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი, 18 თვით გადავადებისათვის 2 000 ლარს შეადგენს. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის პირვანდელი ვარიანტით მოსაკრებლის ოდენობა 10 ათასი ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული, რაც საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვის დროს პროექტიდან ამოიღეს.

დღევანდელ სესიაზე კი ცნობილი გახდა, რომ კანონით ჯარში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება.

„თავდაცვის კოდექსის“ განხილვა მეორე მოსმენით მიმდინარეობს.

Next Post

ირაკლი კობახიძე - როგორი მძიმეც არ უნდა იყოს კონკრეტული ადამიანის წარსული და მერაბიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წარსულის მქონე პოლიტიკოსი, ჩვენ უნდა გავემიჯნოთ ძალადობას

სამ ივლ 4 , 2023
205 წაკითხვაროგორი მძიმეც არ უნდა იყოს კონკრეტული ადამიანის წარსული და მერაბიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წარსულის მქონე პოლიტიკოსი, ჩვენ უნდა გავემიჯნოთ ძალადობას, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს, რომელზეც ვანო მერაბიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტია ასახული. როგორც კობახიძემ განაცხადა, ადამიანისთვის ფიზიკური თუ სხვა სახის ვერბალური შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლება ჩაითვალოს „სამოქალაქო აქტივიზმად“. მისივე თქმით, მსგავსი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ წაახალისებს […]

შესაძლოა მოგეწონოთ