შალვა პაპუაშვილი – მალტის პრეზიდენტმა დაგვიდასტურა მალტის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საქმეში

262 წაკითხვა

როგორც გუშინ მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე დღეს მალტის პრეზიდენტმა დაგვიდასტურა მალტის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი მალტის პრეზიდენტთან შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მალტა საქართველოს ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერია.

„დღეს მალტის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ისევე, როგორც გუშინ მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე დღეს მალტის პრეზიდენტმა დაგვიდასტურა მალტის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საქმეში. შეიძლება ითქვას, რომ მალტა არის ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი არა მხოლოდ საქართველოს წინსვლის ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ საქართველოს ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების მხრივ. ამ საუბრების შედეგად ჩვენი მალტელი კოლეგებისთვის დიდი მადლობა გვეთქმის. ეს ჩვენი ხალხისთვის ნამდვილად არის დიდი მოტივაცია, როცა გვეგულება ქვეყანა, რომელიც ასეთი გულმხურვალე გულშემატკივარია ჩვენი ევროპული გზის“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Next Post

უკრაინის საგარეო უწყება - მოსკოვში გამართულ აღლუმში რამდენიმე ქვეყნის ლიდერების მონაწილეობა ამორალური და არამეგობრული ნაბიჯია

სამ მაი 9 , 2023
262 წაკითხვაუკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერების მოსკოვში „გამარჯვების დღის“ აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე დასწრებას ამორალურ და არამეგობრულ ნაბიჯად აფასებს. „აღნიშნული სახელმწიფოების ლიდერების მონაწილეობას საჯარო ღონისძიებაში, ომის დამნაშავესთან ერთად, რომელსაც თავი მოაქვს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო ომის გაჩაღებით, განვიხილავთ, როგორც ამორალურ და არამეგობრულ ნაბიჯს უკრაინის მიმართ და უპატივცემულობის გამოხატვად უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც გადარჩენისა […]

შესაძლოა მოგეწონოთ