პარლამენტში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები არ შეუშვეს

1,781 წაკითხვა

პარლამენტში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები არ შეუშვეს. ოპოზიციის ლიდერები საკომიტეტო მოსმენებზე დასწრებას ცდილობდნენ, თუმცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა ისინი არ შეუშვეს.

ოპოზიციონერთა განცხადებით, აღნიშნული კანონდარღვევაა, ვინაიდან მათზე დაშვებულია საშვიც და ამავდროულად, მათ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, უფლება აქვთ დაესწრონ საპარლამენტო საჯარო სხდომებს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

საქართველოს პარლამენტში დეპუტატები დღეს მინისტრობის კანდიდატებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მოუსმენენ.

ipn.ge

Next Post

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და დანაშაულის პრევენცია“

ხუთ სექ 5 , 2019
1,781 წაკითხვაკრიმინალური პოლიციის რეფორმა, საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებების გამიჯვნას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. როგორც გომელაურმა გამოსვლაში აღნიშნა, შსს-სთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და დანაშაულის პრევენცია. სწორედ ამიტომ, სამინისტროში მიმდინარეობს კრიმინალური პოლიციის რეფორმა. „შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და დანაშაულის პრევენცია. სწორედ […]