„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და დანაშაულის პრევენცია“

1,910 წაკითხვა

კრიმინალური პოლიციის რეფორმა, საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებების გამიჯვნას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გომელაურმა გამოსვლაში აღნიშნა, შსს-სთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და დანაშაულის პრევენცია. სწორედ ამიტომ, სამინისტროში მიმდინარეობს კრიმინალური პოლიციის რეფორმა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და დანაშაულის პრევენცია. სწორედ ამიტომ, სამინისტროში მიმდინარეობს კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რაც გულისხმობს საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებების გამიჯვნას, გამოძიების ხარისხის ამაღლებას და საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვას. ამ ეტაპისათვის საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო ფუნქციები გამიჯნულია თბილისის პოლიციის დეპარტამენტში. ასევე, საგამოძიებო და ოპერატიული ფუნქციები გამიჯნულია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება და გამიჯვნა მოხდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე დაწყებულია საუბნო მიმართულების გარდაქმნა საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო საქმიანობად. შესაბამისად, ინერგება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი. აღნიშნული პროცესი უკვე მიმდინარეობს თბილისის კრიმინალურ პოლიციაში, კერძოდ მართლწესრიგის ოფიცრები უკვე მუშაობენ ვაკე-საბურთალოს რაიონში. მართლწესრიგის ოფიცრების უმთავრესი ამოცანაა დანაშაულის პრევენციაზე მუშაობა. აღნიშნული რეფორმა განხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

1tv

Next Post

„ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია“ - ჯაფარიძის პასუხი ირაკლი ღარიბაშვილს

ხუთ სექ 5 , 2019
1,910 წაკითხვა„გირჩი“- ს დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს ეხმიანება, რომელმაც ჯარიდან თავის არიდების მიზნით მათ საქმიანობას ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი მოკლე დროში უნდა გადაწყდეს. „ცოტა ხნის წინ პარლამენტში თქვი ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო, 8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს […]