სანაიავ, როდესაც კეზერაშვილის ნასუფრალიდან გადმოყრილი ხელფასით იკვებები, ჯერ მისი ბიოგრაფია გადაათვალიერე – დავით ჩიხელიძე

1,016 წაკითხვა

ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ეხმიანება ვახო სანაიას ფეისბუქ პოსტს, რომელიც მან თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეზე დაწერა.

“საზოგადოებამ იცის, რომ ჩემი ორგანიზაცია აქტიურად ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის მონიტორინგს. შესაბამისად ყველა ის თემა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ეხება მგრძნობიარე და მნიშვნელოვანია.

ჩემთვის მიუღებელია ადამიანის მიმართ ტალახის სროლა, მით უფრო მიუღებელია დაუმსახურებელი კრიტიკა და დემაგოგია. დღეს ვახო სანაიამ სტატუსი დაწერა, რომელიც წმინდა წყლის დემაგოგია და ჰაერზე საუბარია, სამწუხაროდ საქართველოში ადამიანების შრომის დაფასებას გადავეჩვიეთ და მხოლოდ ნეგატივზე საუბარი შეგვიძლია, სამწუხაროა რომ სანაია არაფერს ამბობს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პოზიტიური პროცესების შესახებ, რასაც მსოფლიო აღიარებს. პირიქით ის ჯიუტად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო სიტყვა სამწუხაროდ, რადგან სამწუხაროა სანაიას სიბრმავის მაღალი ხარისხი, რომელიც მას რეალობის აღქმაში ხელს უშლის. ბატონი ჯუანშერი სულ რამდენიმე თვის წინ დაინიშნა თავდაცვის მინისტრად. მაგრამ ბევრი კარგი საქმე გააკეთა

სწორედ მის დროს განახორციელა პირველი ფრენა მოიერიშემ, რომლის ჯართში ჩაბარებასაც სანაიას კუმირი სააკაშვილი აპირებდა. ბატონი ბურჭულაძის დროს მოხდა ათობით ობიექტის რეაბილიტაცია/აღდგენა, ასევე გაფორმდა არაერთი ხელშეკრულება, რომელთა შორის ჩემთვის, ორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ერთი სამხედრო მოსამსახურეების განათლებას შეეხება და ის თსუ-თან გაფორმდა, მეორე კი ებრაულ მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულებაა რომელიც M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ერთობლივ წარმოებას შეეხება. ასევე მისი მინისტრობის დროს, საქართველოში საერთაშორისო სწავლება ‘მტკიცე სული2021″ ჩატარდა რომელშიც მონაწილეობას ნატოს წევრი და არაწევრი 15 სახელმწიფომ მიიღო, სწავლებამ საერთაშორისო პარტნიორების მოწონება დაიმსახურა. აი ეს არის მცირე ჩამონათვალი რაც ბატონმა ჯუანშერმა დანიშვნიდან მოკლე დროში გააკეთა.

როგორც ინგლისური ანდაზა ამბობს: „როდესაც ერთი თითით სხვისკენ მიანიშნებთ, გახსოვდეს რომ დანარჩენი სამი თითი თქვენზე მიუთითებს“ ნამდვილად ასეა, თქვენი სტატუსით მხოლოდ საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსი აჩვენეთ და მეტი არაფერი.

სანაიაზე კი საუბარს ასე დავამთავრებ. ძალიან დიდი უტიფრობის ხარისხი უნდა გქონდეს სულში, რომ ჯუანშერ ბუჭულაძის ბიოგრაფია მიმოიხილო და გაიკვირვო მისი თავდაცვის მინისტრობა, როდესაც კეზერაშვილის ნასუფრალიდან გადმოყრილი ხელფასით იკვებები. კეზერაშვილის ბიოგრაფია გადაათვალიერე სანაიავ, ამჯერად “მარიონეტების თეატრს” რომ ხელმძღვანელობს.”კეზერა” თავდაცვის მინისტრობიდან მრავალი მილიონით შეიარაღებული გავიდა!!! ამას იგი არც თვითონ მალავს. შენ კი ,,მარიონეტების თეატრის” ,,შნირ-მსახიობო” ერთ სიბრძნეს შეგახსენებ შენთვის გასაგებ ენაზე: “კატას თავის ….. ლომი ეგონა”– აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

Next Post

ნიკა მელიამ და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებმა 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ხუთ სექ 2 , 2021
1,016 წაკითხვა„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ და და პარტიის წევრებმა შარლ მიშელის ინიციატივით მომზადებულ, პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ამ მიზნით მელია და პარტიის წევრები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებოდნენ. ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერის გადაწყვეტილების შესახებ გუშინ განაცხადა. იქამდე დოკუმენტს მხოლოდ ოპოზიციის ნაწილის ხელმოწერა ჰქონდა.

შესაძლოა მოგეწონოთ