“ნაციონალურ მოძრაობაში” შიდა არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო. არჩევნები ე.წ “ბლოკჩეინ” სისტემით ჩატარდება
პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას თქმით, მათი “მთავარი საზრუნავი, ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი თავისუფლებაა” და სხდომაზე სამოქმედო გეგმაზეც იმსჯელეს.
ფოტო არ ასახავს დღევანდელ სხდომას და ის გამოყენებულია არქივიდან, მასალის საილუსტრაციოდ.