როგორ მივიღოთ მიკრო და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში?

458 წაკითხვა

გაუთვალისწინებელმა დანახარჯებმა თავი შესაძლოა ნებისმიერ დროს იჩინოს. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ხშირად საჭირო ფულის მოგროვება დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან არც ისე მარტივია დამატებითი ფინანსების მოკლე დროში მოძიება.

როგორ მოვიძიოთ გაუთვალისწინებელი ფინანსები?

21-ე საუკუნეში საჭირო ფინანსური რესურსები სხვადასხვა გზით შეგვიძლია მივიღოთ, მათ შორის კი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და აქტუალური მეთოდი ფინანსური ორგანიზაციიდან სესხის მიღებაა. სესხები განსხვავებული პირობებით და მიზობრიობით გაიცემა. აუცილებელია, ვიცოდეთ როდის მივმართოთ ამა თუ იმ სესხის ასაღებად ბანკებსა თუ სხვა საფინანსო დაწესებულებებს.

რა არის და როგორ მივიღოთ სესხი?

სანამ სესხის ტიპებს გავეცნობით, მანამდე მარტივად განვმარტოთ, რა არის სესხი. სესხი წარმოადგენს ვალს, რომელსაც ვიღებთ მსესხებლისგან სასურველი მიზნით. მის მიღებამდე აუცილებელია ვაკმაყოფილებდეთ გაცემის წინაპირობებს. მას შემდეგ, რაც სესხს ავიღებთ, გვიჩნდება მსესხებლის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები და წესდება პირობები:

  • სესხის ვადა
  • გადახდის გრაფიკი
  • ყოველთვიურად გადასახდელი თანხის რაოდენობა და სხვ.

სესხის ტიპებია:

  • მიკრო სესხი
  • ბიზნეს სესხები
  • ავტო სესხი
  • სამომხმარებლო სესხი
  • იპოთეკური სესხი
  • სამეწარმეო სესხი და სხვ.

აღნიშნულ სტატიაში ორ, განსხვავებული ტიპის სესხს განვიხილავთ. ასევე, მოგიყვებით მათი პირობებისა და დანიშნულების შესახებ. ეს სესხებია: მიკრო სესხი და ბიზნეს სესხები.

 რა არის მიკრო სესხი?

მიკრო სესხი სტანდარტულ სესხებთან შედარებით მცირე მოცულობის სესხს წარმოადგენს და ხასიათდება მოკლევადიანი პერიოდით. იმისათვის, რომ მივიღოთ მიკრო სესხი, აუცილებელია რამდენიმე მარტივი ეტაპის გავლა და რამდენიმე წუთი (სესხის სიმარტივიდან გამომდინარე, ის გამარტივებული პირობებით გაიცემა).

ამ ტიპის სესხით სარგებლობისთვის განცხადების გაკეთება შეიძლება როგორც ბანკის ფილიალში ვიზიტით, ისე ონლაინ. მიკრო სესხი განსაკუთრებით ხელსაყრელია მაშინ, როცა მოულოდნელად ფული გჭირდებათ, ხელფასამდე კი არც ისე ბევრი დროა დარჩენილი.  

რას გულისხმობს ბიზნეს სესხები?

რაც შეეხება ბიზნეს სესხებს, ეს არის იდეალური საშუალება იმ ადამიანებისთვის, ვინც ფინანსურ წყაროს საკუთარი ბიზნესის დასაფინანსებლად ეძებს. ასევე, მის გასაფართოვებლად ან არსებულის ფინანსური ვალდებულებების დასაფარად. ბიზნეს სესხები კლასიფიცირდება 2 ძირითად კატეგორიად:

  • უზრუნველყოფილი
  • არაუზრუნველყოფილი

ამ ორ ტიპს შორის ძირითადი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ არაუზრუნველყოფილ სესხს არ სჭირდება ისეთი ტიპის ქონებით უზრუნველყოფა, როგორებიცაა:

  • კომერციული ფართი
  • მიწა
  • მანქანა-დანადგარები
  • უძრავი ქონება და სხვ.

მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ უზრუნველყოფისას, სესხით გაცემული თანხა უფრო მაღალია და პირობებიც – განსხვავებული.

სად მივიღოთ მიკრო და ბიზნეს სესხები?

თუ გსურთ, მიიღოთ მიკრო ან ბიზნეს სესხები, დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ლიბერთი ბანკის ფილიალებს ან ესტუმროთ ვერ-გვერდს: www.libertybank.ge

 

 

Next Post

სად შევიძინოთ ტელევიზორები?

ორშ დეკ 12 , 2022
458 წაკითხვათანამედროვე სამყარო წარმოუდგენელია ონლაინ შოპინგის გარეშე. იმისთვის, რომ სასურველი ნივთი სახლში მიიღო, უმარტივესი პროცედურის გავლა გიწევს: გადახვალ ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდზე აირჩევ სასურველ პროდუქციას და დაამატებ კალათაში შეიყვან საბანკო მონაცემებს, მისამართს შეიძენ და დაელოდები რამდენიმე დღე (ან კარგ შემთხვევაში, რამდენიმე საათი) ამ სტატიაში განვიხილავთ, სად შეგიძლიათ შეიძინოთ საუკეთესო ხარისხის ტელევიზორები ონლაინ. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ ონლაინ მაღაზია არის Onoff.ge. მისი […]