ჩემი შვილი მოწამვლაში არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას – გიული ალასანია

262 წაკითხვა

“მინდა, გავაკეთო განცხადება, ძალიან მკაფიო და ნათელი ყველასთვის – ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში – თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, მას მიაჩნია, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომელიც მოგეხსენებათ, ჩემს შვილს მტრად მიიჩნევს.”- განაცხადა გიული ალასანიამ.

“ეს ტესტები გაკეთდა ამერიკაში, კალიფორნიაში, საუკეთესო ლაბორატორიაში, ითვლება ნომერ პირველ ლაბორატორიად და ანალიზიც გაუკეთდა საუკეთესო ტოქსიკოლოგების მიერ. ისინი ძალიან უფრთხილდებიან და სათუთად ეკიდებიან თავის რეპუტაციას, ამ საკითხს არავითარ შემეთხვევაში ზერელედ არ მოეკიდებოდნენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ესაა პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ყველას მოვუწოდებ პოლიტიკური მიზნით ხელის გაშვერისა და ჩემი შვილის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავშეკავებისკენ. აქ წყდება ადამიანის, ჩემი შვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ყველას ვთხოვ, დედის პოზიციას ყურადღებით მოეპყრან და მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინონ. ჩემი შვილი არ აპირებს, გააგრძელოს რაიმე საქმიანობა ქართულ პოლიტიკაში და მან ეს განცხადება არაერთხელ გააკეთა, მათ შორის სასამართლო პროცესებზე. იმედი მაქვს სამართლიანი გადაწყვეტილების. გვახსოვდეს, ყოველგვარი სპეკულაცია ვნებს ჩემი შვილის ისედაც გაუარესებულ ჯანმრთელობას, ჩემი შვილისა და ოჯახის ღირსებას,” – აღნიშნა გიული ალასანიამ.

Next Post

თავისუფლება ნატა ფერაძეს და სხვა უძველესი პროფესიის ადამიანებს - რაო?.. თბილისი მშვიდობის ქალაქი არ არისო? - ხათუნა ხოფერია

ხუთ დეკ 1 , 2022
262 წაკითხვა“თავისუფლება ნატა ფერაძეს და სხვა უძველესი პროფესიის ადამიანებს! მიეცით საშუალება ბოლომდე გამოავლინონ შიზოფრენიაში გადასული პროფესიონალური თვისებები”- ასე ეხმიანება ხათუნა ხოფერია 30 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე გამართულ  აქციას, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორიც ნატა ფერაძე იყო და რომელიც აპროტესტებს საახალწლო სლოგანს “თბილისი – მშვიდობის ქალაქი” “რაო?.. თბილისი მშვიდობის ქალაქი არ არისო? მშვიდობის კი არა, მშვიდობის მაძიებელთა, მშვიდობისთვის მებრძოლთა, მშვიდობის მოყვარეთა შემფარებელი ქალაქიცაა. და […]