„ჩემი მისია დასრულებულია უკრაინაში“ – დომენიკ მანგო

578 წაკითხვა

დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში წერს:

„ჩემი მისია დასრულებულია უკრაინაში. მიზეზი იმისა, თუ რატომ გადამეკიდა რუსული მედია (და შესაბამისად გავხდი რუსეთის ინტერესის მიზანი), ის არის, რომ ასამდე დიდი გამოცდილების მქონე ქართველი ჩამოვიყვანე უკრაინაში. ეს ქართველები ძალიან დიდ წარმატებას აღწევენ ქართულ ლეგიონთან ერთად. ძალიან ამაყი ვარ, რომ ომის დაწყების მესამე დღიდან უკვე გზაში ვიყავით და ჩვენ ერთერთი პირველი ვართ საქართველოდან, ვინც უკრაინაში ჩამოვედით.
ასევე ათობით უკრაინელი დევნილი გავარიდე იმ დამქანცველ შეყოვნების პუნქტს და ამ აქტივობის გაგრძელებას კიდევ ვაპირებ.

ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ ამ საქმის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ახლა კიდევ ერთი პატარა მტერი ავიკიდე, რუსეთი. მალე დავბრუნდები საქართველოში, მანამდე ფილტვებსა და ბრონქებზე უნდა ვიმკურნალო, ჯანმრთელობა შემერყა ცოტა.
ეს ბიჭები ჩემი ძმები და მამები არიან! მალე დამთავრდება ეს ომი და ისინი გამარჯვებულები დაბრუნდებიან.
მიყვარხართ.“

Next Post

„გეტყობა, რომ მთელი ეს ვითარება შენთვის გაუგებარია“ - რამზან კადიროვი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს

ოთხ მარ 23 , 2022
578 წაკითხვარამზან კადიროვმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და მას რუსეთისკენ მიბრუნება მოუწოდა, „რათა ისტორიაში მშვიდობისმყოფელის სახელით შევიდეს“. „თუ არ გსურს ისტორიაში შეხვიდე პრეზიდენტად, რომელიც სუსტი ხასიათისა და შორსმჭვრეტელობის უუნარობის გამო, ვერ გაუმკლავდა შიდა საფრთხეებსა და გარე წამქეზებლებს, ქვეყნის პრობლემებსა და დასავლურ იდეოლოგიას, უნდა დახვრიტო ასეთი სახელმწიფოს მოღალატე მრჩევლები. უფლება არ მისცე ჩაგინერგონ არაპერსპექტიული იდეები – ჩართე საღი გონება. მიტრიალდი […]

შესაძლოა მოგეწონოთ