„გეტყობა, რომ მთელი ეს ვითარება შენთვის გაუგებარია“ – რამზან კადიროვი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს

რამზან კადიროვმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და მას რუსეთისკენ მიბრუნება მოუწოდა, „რათა ისტორიაში მშვიდობისმყოფელის სახელით შევიდეს“.

„თუ არ გსურს ისტორიაში შეხვიდე პრეზიდენტად, რომელიც სუსტი ხასიათისა და შორსმჭვრეტელობის უუნარობის გამო, ვერ გაუმკლავდა შიდა საფრთხეებსა და გარე წამქეზებლებს, ქვეყნის პრობლემებსა და დასავლურ იდეოლოგიას, უნდა დახვრიტო ასეთი სახელმწიფოს მოღალატე მრჩევლები. უფლება არ მისცე ჩაგინერგონ არაპერსპექტიული იდეები – ჩართე საღი გონება. მიტრიალდი რუსეთისკენ და ისტორიაში შეხვალ მშვიდობისმყოფელად, რომელმაც საკუთარი ხალხი გადაარჩინა,“- განაცხადა კადიროვმა თავის მიმართვაში.
ჩეჩნეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ის ისეთ მრჩევლებს, რომლებმაც ზელენსკის უკრაინიდან გაქცევა ურჩიეს, მტერსაც არ უსურვებს.

„გეტყობა, რომ მთელი ეს ვითარება შენთვის გაუგებარია, ამიტომ დათანხმდი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყველა შეთავაზებას და ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტე ეს საკითხი მშვიდობიანი გზით. ვლადიმერ პუტინის პირობები ორმხრივად მომგებიანი და პროდუქტიულია. მიაქციე ყურადღებას იმას, რომ ჩვენი ლიდერი ყოველთვის მხარს უჭერს ქვეყნებს, რომლებიც გახდნენ დასავლეთის ბინძური პოლიტიკის მსხვერპლი და აქცევს მათ სტრატეგიულ პარტნიორებად. ის მხარს დაუჭერს უკრაინასაც“,- განაცხადა კადიროვმა.

  • -

    შვეიცარია მზადაა, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის

    შვეიცარიამ გამოაცხადა მზადყოფნა, ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, თუ ისინი ამას მოითხოვენ, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს…

    ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 9…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *