ამინდის პროგნოზი 26 დეკემბრის ჩათვლით

98 წაკითხვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს. 21 დეკემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში 21 დეკემბერს მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 21 დეკემბერს თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +3 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

Next Post

სახელმწიფო 3 ახალ ფრანგულ შვეულმფრენს შეიძენს, რომელიც გამოიყენება სამშველო, საპოლიციო და სახანძრო დანიშნულებით

სამ დეკ 20 , 2022
98 წაკითხვასახელმწიფო 3 ახალ ფრანგულ შვეულმფრენს შეიძენს. H145 ფრანგული წარმოების მრავალფუნქციური ვერტმფრენია, რომელსაც პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციების შესრულება შეუძლია ახალი ვერტმფრენები სრულად არის დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისათვის საჭირო და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. 2 ძრავა ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია H145 წარმოადგენს Airbus Helicopters-ის […]