„ფარისეველ ევროპელებზე ახია კორონავირუსი, მაგრამ ნამეტანი კარგი გული მაქვს და მაინც არ ვიტყვი“

გეიროკავშირის თვალთმაქცობაზეც დავწერო ცოტა რამ, იტალიასთან ჩემი “ანგარიშებიც” მაქვს: 2007 წელს გერმანელი ინვესტორი მოვიდა ჩემთან, ნახევარ მილიონ ევროს დებდა თაფლი-დინდგელის წარმოებაში, საქართველოდან ევროპაში გასატანად. შევაწუხე ეკლესიის წარმომადგენლები – მონასტრები, რათა კარგი ხარისხის პროდუქტი შემეგროვებინა. ფასი მისაღები აღმოჩნდა. საცდელი პარტია ავიღე 300 კგ შიომღვიმის მონასტრის თაფლი და კიდევ 120 კგ-მდე ახალციხის საუკეთესო დინდგელი (პროპოლისი) – ქართული პოდუქტი, ეკოლოგიურად სუფთა ყველაფერი. თაფლის კასრს რომ ავხადე თავი, ისეთი გაზაფხულის არომატი ამოვარდა, სამოთხის გრძნობა დაგეუფლებოდა.

ინვესტორმა ამ პარტიის ფული გადმორიცხა და ყველა საჭირო, მათ შორის, სანიტარული საბუთებით, ეს პროდუქცია გადამზიდავმა წაიღო ტრიესტის (იტალიის პორტი) მიმართულებით. ინვესტორმა მანამდე გერმანიაში მოიძია, რომ საბაჟო პრეფერენციებით სარგებლობს საქართველო და პრეფერენციების ჩამონათვალში არის თაფლი და ფუტკრის სხვა პროდუქტიც.

მაგრამ ტრიესტში ჩასულ მძღოლს ადგილობრივმა იტალიაშკა ვეტერინარმა პრობლემა შეუქმნა, არ შეგიშვებ ევროკავშირში ამ პროდუქტითო. გაირკვა, რომ ვეტერინარი მართალია – ევროპას ერთი მხრივ, საბაჟო პრეფერენციებში აქვს ქართული პროდუქტი შეტანილი, მაგრამ მეორეს მხრივ, სანიტარულად დაბლოკილი აქვს ამ პროდუქტების იმპორტი! ინვესტორს გამორჩა, ეს ფაქტორი და მძღოლს მოუწია ამ განძის დატოვება საბაჟოზე, 300 კგ ქართული თაფლის და 120 კგ დინდგელის გასანადგურებლად!! ჩვენი საუკეთესო პროდუქტი გაანადგურეს, როგორც ქაქი!!
ახლა კი შემიძლია, ვთქვა, რომ ამ ფარისეველ ევროპელებზე ახია კორონავირუსი, მაგრამ ნამეტანი კარგი გული მაქვს და მაინც არ ვიტყვი!

გულბაათ რცხილაძე

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *