„სააკაშვილი არის რუსული პროექტი, ეს არის პუტინის პროექტი“, – ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა. მისი თქმით, ამის მტკიცებულება ის არის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოსა და უკრაინაში დესტაბილიზაციის წყაროა.
„ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობს უკრაინასა და საქართველოში, ეს არის რუსეთი. მუდმივი დესტაბილიზაციის წყარო, როგორც საქართველოში, ასე უკრაინაში არის სააკაშვილი. სააკაშვილი არის რუსული პროექტი. სააკაშვილი რომ რუსეთის პროექტია ამის მაგალითი არის საქართველო. საქართველო რომ დაანაწევრა სააკაშვილმა და მისი ბიძის და გარემოცვის მოქმედებებმა, მე დიდი ხანია უკვე ამას ვიძახი. იგივე მერაბიშვილთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი ბრალდება რომლის წინაშე წარდგებიან, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილიც და მერაბიშვილი, ეს არის სამშობლოს ღალატი. იმიტომ რომ მათ მიზანმიმართულად დაანაწევრეს საქართველოს და ახლა იგივეს ცდილობენ უკრაინაში“, – განაცხადა ხაინდრავამ.