„რისი იმედი აქვს ქართველოს?!“ – დემურ გიორხელიძე

რისი იმედი აქვს ქართველოს?!
არსებობს თუ არა იდეალური (მოდით ასე ვთქვათ, – „კარგი“)
საარჩევნო სისტემა და/ან
ხელისუფლების კარგი გადაწყვეტილებები საზოგადოებაში მისი ყველა წევრის სოციალური კეთილდღეობის მაქსიმიზაციის მიმართულებით?!
(ანუ ის, რა გვსურს და ველით, რომ მოგვევლინება როგორც „ციური მანანა“)
არა!

სპეციალური მექანიზმებისა და იძულებების გარეშე (ხელისუფლებისა) ეს არ იქნება.
რატომ?!

აი, რატომ:
1950 წელს გამოვიდა ახლა უკვე კლასიკურად შეფასებული ნაშრომი
„A Difficulty in the Concept of Social Welfare“
(‘’სირთულე სოციალური კეთილდღეობის კონცეფციაში’’)
რომლის ავტორი იყო შემდგომ ყველაზე ახალგაზრდა
(51 წლის) ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში
კენნეტ ერროუ (Kenneth J. Arrow).

ამ ნაშრომმა საფუძველშივე ააყირავა და შეცვალა წარმოდგენები საზოგადოებრივი ინსტიტუტების სამართლიანი მოწყობის შესახებ.

მე ამ საკითხზე ჩემს მაგისტრანტებს თანამედროვე ეკონომიკური სისტემის უდიდესი დილემის – ეფექტურობისა და სამართლიანობის – განხილვისას ვესაუბრები, როცა საერთო წონასწორობის ბაზისური მოდელის შექმნისას პარეტო-ეფექტურობის შემდეგ სოციალური კეთილდღეობის ფუნქციის ცნება შემომაქვს და მისი ერთ-ერთ მთავარ სახეს – ბერგსონ-სამუელსონის კეთილდღეობის ფუნქციას ვხსნი)…

ამ სტატიის შ ი ნ ა ა რ ს ი ცნობილია როგორც
„თეორემა შ ე უ ძ ლ ე ბ ლ ო ბ ი ს შესახებ“.,
ანდა „ერროუს პარადოქსი“.

ერროუმ დაამტკიცა, რომ არჩევნების იდეალური სისტემა (ანდა გადაწყვეტილებების მიღების იდეალური სისტემა) არ არსებობს –
იგი მათემატიკაურად შეუძლებელია!’’

შეუძლებელია ისაუბრო საზოგადოების მჯობინებებზე (უპირატესობების მინიჭებებზე), ისე, როგორც ამას, მაგალითად, ეკონომისტები ერთი ადამიანის მჯობინების შესახებ საუბრობენ (ანუ მაგალითად, ერთ ადამიანს მოსწონდეს უმთავრესად ლუდი და ხინკალი, სხვა რამეებთან შედარებით და ა.შ.)

ერროუს მოდელმა აჩვენა, რომ
კოლექტიური გადაწყვეტილების მიღების ნებისმიერი
მექანიზმისას დ ა რ ღ ვ ე უ ლ ი იქნება მინიმუმ ერთი მაინც პირობა (არჩევნების ანდა გადაწყვეტილებების მიღებისა) სამართლიანობის ბუნებრივი პირობებიდან (ცხადია, ამ პირობებს კონკრეტული კულტურა თავისებურად აყალიბებს, ამიტომაა, რომ არაფრის ბრმად გადმოღება არ შეიძლება)…

გასაგებია?!
გასაგებია, რა ფუჭია ხალხის მოლოდინები?!

დემურ გიორხელიძე

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *