როგორ გამოვიყენოთ შეზღუდული დაშვების სისტემები შენობაში უსაფრთხოების დასაცავად?

406 წაკითხვა

სანამ უშუალოდ შეზღუდული დაშვების სისტემაზე ვისაუბრებთ, მანამდე ზოგადად მიმოვიხილოთ – რას მოიცავს უსაფრთხოების სისტემები და რა როლი აქვს მას შენობის დაცვაში?

უსაფრთხოების სისტემები არის თანამედროვე დანადგარებისა და მოწყობილობების სისტემები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის შენობების, კომერციული ფართების, ოფისების ან საცხოვრებელი სახლების დაცვისთვის. შენობების დაცვის მიზნით, მათი გამოყენება დღითიდღე აქტიულური საკითხი ხდება და მსგავსი სისტემების გამოყენება უკვე თანამედროვეობის ერთგვარ ნიშასაც კი წარმოადგენს.

რა ტიპის უსაფრთხოების სისტემები არსებობს?

  • შეზღუდული დაშვების სისტემა
  • ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა
  • ელექტრონული საკეტების სისტემა
  • ოთახების მართვის სისტემა
  • შეღწევის საწინააღმდეგო სისტემა
  • პარკინგის მართვისა და კონტროლის სისტემა და სხვ.

თითოეულ მათგანი აღჭურვილია ინდივიდუალური მახასიათებლებით, საერთო კი ყველასთვის ისაა, რომ თითოეულის მიზანს შენობის დაცვა წარმოადგენს.

რა არის შეზღუდული დაშვების სისტემა?

დაშვების კონტროლი და მართვა ნებისმიერ შენობაში უსაფრთხოების დაცვის უმთავრესი კომპონენტია. შეზღუდული დაშვების სისტემა გვაძლევს საშუალებას, ვაკონტროლოთ და ვარეგულიროთ შენობის სხვადასხვა ნაწილებში ადამიანების მოძრაობის ნაკადი.

მსგავსი სისტემები აბსოლუტურად გამორიცხავს შენობაში არასანქცირებულ გასვლას ან შესვლას და გამოიყენება დაწესებულებებში, რომლებიც კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოებისა მკაცრ კონტროლს საჭიროებს.

შეზღუდული დაშვების სისტემა ამოიცნობს ადამიანს ისეთი ფიზიკური მახასიათებლის მიხედვით, როგორებიცაა:

  • თითის ანაბეჭდი
  • სახის მოყვანილობა
  • თვალის გუგის გარსი და სხვ.

დაშვების სისტემის კიდევ ერთი გამოსადები ფუნქცია არის ის, რომ მისი გამოყენებით, ნებისმიერ მომენტში ვიცით რამდენი ადამიანი იმყოფება ან გადაადგილდება შენობაში და სად არის თითოეული მათგანი.

ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების ადგილმდებარეობის განსაზღვრის თუ მათი რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა, დაშვების სისტემა აქტიურად გამოიყენება თანამშრომლების მონიტორინგის კუთხით. ის გვაძლევს საშუალებას, გამოვთვალოთ თანამშრომლების სამუშაო დრო თუ სხვა რაოდენობრივი მონაცემები. აქედან გამომდინარე, მსგავსი უსაფრთხოების სისტემები დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც დიდ, ისე მცირე ზომის კომპანიებში.

დაშვების სისტემები აერთიანებს:

  • აღრიცხვისა და საბარათე დაშვების სისტემას
  • დომოფონის დამრეკი კამერას
  • დაშვების ბიომეტრიული სისტემას
  • პერიმეტრის დაცვის სისტემას და სხვ.

თუ გჭირდებათ უსაფრთხოების სისტემები თქვენს შენობაში 100%-იანი უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ კომპანია ვეზირი ყველაზე უსაფრთხო და თანამედროვე საშუალებებს გთავაზობთ. ესტუმრეთ კომპანია ვეზირის ოფიციალურ ვებ-გვერდს – www.veziri.ge და შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი სისტემები ონლაინ.

 

 

 

Next Post

კახა კალაძე ყირიმის ხიდზე აფეთქების საქართველოსთან კავშირის შესახებ განცხადებაზე - ეს არის სრული სისულელე

ოთხ ოქტ 12 , 2022
406 წაკითხვათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურების ბრალდებები, რომლის თანახმადაც, სატვირთო, რომელმაც ყირიმის ხიდი ააფეთქა, საქართველოს საზღვარი გაიარა, „სრული სისულელეა“. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, საქართველოსთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს. „ეს არის სრული სისულელე და არანაირი კავშირი არა აქვს საქართველოსთან. არ ვიცი, ეს რისთვის სჭირდებათ, ალბათ, შიდა პიარის მოხმარებისთვის. ვერ გეტყვით… საქართველოსთან არანაირი კავშირი არა აქვს ამას“, – განაცხადა […]