თუ ადრე საკუთარი სტარტაპის წამოწყება ბევრ სირთულეს უკავშირდებოდა, ახლა ერთადერთი, რაც გჭირდებათ არის კარგი იდეა და გეგმა. თუ უკვე გაქვთ კარგი ბიზნეს იდეა და მიზნის მისაღწევად ფინანსურ რესურსებს ეძებთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ ისეთი სერვისების შესახებ, როგორებიცაა ბიზნეს სესხები და აგრო სესხი.
როგორ მივიღოთ ფული საკუთარი ბიზნესის დასაფინანსებლად?
ფინანსების მოძიების უამრავი საშუალებიდან, დღემდე ყველაზე აქტუალურ და მარტივ გზად რჩევა სესხები. რა არის სესხი და როგორ მივიღოთ ის?
პირველ რიგში განვმარტოთ – რა არის სესხი?
სესხი არის ვალი, რომელსაც ვიღებთ წინასწარ განსაზღვრული პირობებით და მიზნით ამა თუ იმ ფინანსური ორგანიზაციისგან (მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ბანკი და სხვ.). მას შემდეგ, რაც სესხს ავიღებთ, გვიჩნდება მისი გადახდის ვალდებულება, რომელიც ექვემდებარება გარკვეულ წესებს: თანხის გადანაწილების და გადახდის პერიოდი, რაოდენობა და სხვ. მიზნობრიობიდან და თანხის სიდიდიდან გამომდინარე, არსებობს სხვადასხვა ტიპის სესხები:
- ბიზნეს სესხები
- აგრო სესხი
- ავტო სესხი
- სამომხმარებლო სესხი
- იპოთეკური სესხი და სხვ.
რა არის ბიზნეს სესხი?
ბიზნეს სესხი იდეალურია იმ პირებისთვის, ვისაც სურს საკუთარი ბიზნესის დაწყება, გაფართოება ანდაც ბიზნესში არსებული ფინანსური ვალდებულებების გადაფარვა. ბიზნეს სესხები იყოფა ორ ძირითად კატეგორიად:
- უზრუნველყოფილი
- არაუზრუნველყოფილი
არაუზრუნველყოფილი სესხებისგან განსხვავებით, უზრუნველყოფილ სესხებს სჭირდება უზრუნველყოფა სხვადასხვა ტიპის ქონებით, მაგალითად:
- მანქანა-დანადგარები
- კომერციული ფართი
- მიწა
- უძრავი ქონება და სხვ.
თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ურუნველყოფის პირობებში, სესხით გაცემული თანხის რაოდენობა იქნება ბევრად უფრო მაღალი და პირობებიც განსხვავებული.
რა არის აგრო სესხი?
აგრო სესხი არის ხელსაყრელი და მარტივი საშუალება პერსონალური ან სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დასახული მიზნების დასაფინანსებლად. შესაბამისად, მისი მიღება შეგვიძლია როგორც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გასავითარებლად, ისე იპოთეკური თუ პირადი სამომხმარებლო მიზნობრიობით.
აგრო სესხის პირობები:
- ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდი
- თავდების და უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა 50 000 ლარამდე სესხი
- ბიზნესზე მორგებული გადახდის გრაფიკი
- თანხის სურვილისამებრ ათვისება – ერთჯერადად ან რამდენიმე ტრანშად
- სესხის განახლების შესაძლებლობა სეზონური ბიზნესისთვის
თუ გსურთ, მიიღოთ ბიზნეს ან აგრო სესხი, ლიბერთი ბანკი გვთავაზობთ სესხებს, მომხმარებლებზე მაქსიმალურად მორგებული პირობებით.
ლინკზე შეგიძლიათ გაეცნოთ აგრო სესხის ხელშეკრულების პირობებს: https://bit.ly/3BkJhyZ
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ვებს-საიტს: www.libertybank.ge ან ლიბერთი ბანკის ფილიალს.