კახა კალაძე ყირიმის ხიდზე აფეთქების საქართველოსთან კავშირის შესახებ განცხადებაზე – ეს არის სრული სისულელე

330 წაკითხვა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურების ბრალდებები, რომლის თანახმადაც, სატვირთო, რომელმაც ყირიმის ხიდი ააფეთქა, საქართველოს საზღვარი გაიარა, „სრული სისულელეა“.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, საქართველოსთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს.

„ეს არის სრული სისულელე და არანაირი კავშირი არა აქვს საქართველოსთან. არ ვიცი, ეს რისთვის სჭირდებათ, ალბათ, შიდა პიარის მოხმარებისთვის. ვერ გეტყვით… საქართველოსთან არანაირი კავშირი არა აქვს ამას“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით 8 ადამიანია დაკავებული, მათგან ხუთი რუსეთის, სამი კი – უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები. ასაფეთქებელი მოწყობილობა რულონებში იყო შენიღბული, სამშენებლო პოლიეთილენის ფირით 22 პალეტზე, რომლის საერთო წონა 22 770 კილოგრამს შეადგენდა“, – აცხადებენ უწყებაში.

Next Post

ახლა საქართველოს ლიდერების მთელი ყურადღება უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები

ხუთ ოქტ 13 , 2022
330 წაკითხვაახლა საქართველოს ლიდერების მთელი ყურადღება უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები , – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა. კელი დეგნანმა ისაუბრა საქართველოს მიმართ აშშ-ის მიერ გაწეულ დახმარებაზე და განაცხადა, რომ „ყოველთვის მკაფიოდ და ძალიან გამჭვირვალედ“ საუბრობენ აღნიშნულზე. “ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ და ძალიან გამჭვირვალედ ვსაუბრობთ და ჩანს თუ რა მიმართულებით მიდის ჩვენი დახმარება. მიუხედავად იმისა, […]

შესაძლოა მოგეწონოთ