„ვერ დავკარგავ ძვირფას დროს უღირსი პასკვილების პასუხებზე – ვერ გამაჩერებთ არ ვარ „პადარკა” – სოსო გოგაშვილი

427 წაკითხვა

სოსო გოგაშვილის პოსტი ფეისბუქში:

ჟურნალისტები მირეკავენ და მთხოვენ კომენტარს ჩემი მისამართით გავრცელებულ კიდევ ერთ სიბინძურეზე.
მეამაყება, რომ ბევრისგან განსხვავებით გავიზარდე ღირსეულ ქართულ ოჯახში, სადაც მშობლებმა მასწავლეს ზრდილობა, ღირსების შენარჩუნება და მორალური საზღვრების დაცვა. ამისთვის ყველანაირი პირობა
შემიქმნეს, მომცეს კარგი განათლება!
მადლობა დედას და მამას
დანარჩენი კი ცხოვრებამ მასწავლა, მადლობა უფალს
ზუსტად იგივე პრინციპით ვზრდი ჩემს შვილებსაც.
აქედან გამომდინარე, ვერანაირი მატერიალური სიმდიდრე და თანამდებობა ვერასდროს გადამაბიჯებინებს მკაცრად განსაზღვრულ მორალურ ზღვარს და პრინციპებს.
სიბინძურეს, ცილისწამებას და ბოღმას, რომელიც პირადად მე შემეხება, არც ვუპასუხებ და არც ვიმოქმედებ, რადგან ამაზე დროის და ენერგიის ხარჯვა არ ღირს.
წინ ბევრი სასიკეთო საქმეა საკეთებელი და ვერ დავკარგავ ძვირფას დროს უღირსი პასკვილების პასუხებზე.
თუმცა აქვე ყველას გასაგონად მინდა განვაცხადო: ის, რასაც ჩემი ყოფილი გუნდი და მისი ზოგიერთი წევრი, თუ ფულზე გაყიდული მდაბიო აკადრებს ქვეყანას, პატრიარქს და ჩვენს ხალხს, ჩემი მხრიდან ამაზე დანდობა არ იქნება.
ყველამ იცის და განსაკუთრებით მათ, ვინც კარგად მიცნობს, რომ შიში ჩემთვის უცხოა და სულ, რომ ფეხებით დამკიდონ, კუთვნილ სახელს მაინც დავარქმევ ყველას და ყველაფერს.
ვერ გამაჩერებთ არ ვარ “პადარკა”.
ეს სიჯიუტე ჩემმა ლამაზმა კუთხემ, ქიზიყმა მასწავლა
მიუხედავად ყველაფრისა, მინდოდა მეთქვა – მაინც მიყვარხართ ყველა-თქო და, აი ვთქვი
ვისაც ეს სიყვარული არგებს, მიიღოს, ვისაც არა და – გაიაროს თავის გზაზედა
ახლა, კი უფრო სერიოზულად – ჩემს მეგობრებს, გულშემატკივრებს და თანამებრძოლებს: მოდით, დაიკიდეთ ყველა უღირსი,თუ უსაგნო პასკვილი, მივხედოთ ჩვენს საკეთებელს. განვაგრძოთ დაწყებული საქმე და მივიდეთ გამარჯვებამდე.

Next Post

ჩემი სიცოცხლის გაგრძელება მთლიანად მიბმულია თქვენს ხვალინდელ გადაწყვეტილებასა და საქართველოს გამარჯვებაზე

პარ ოქტ 29 , 2021
427 წაკითხვამინდა იცოდეთ, რომ ჩემი სიცოცხლის გაგრძელება მთლიანად მიბმულია თქვენს ხვალინდელ გადაწყვეტილებასა და საქართველოს გამარჯვებაზე, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა #12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს გააცნო. სააკაშვილი ამომრჩეველს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს. „ხვალ არის მეორე ტური და ის გადამწყვეტია ქართული დემოკრატიისთვის, ჩვენი მომავლისა და ჩემი სიცოცხლისთვის. მე მინდა იცოდეთ, რომ ჩემი […]