„აუცილებლად მიმაჩნია გავაფრთხილოთ ყველა“ – ირინა სარიშვილი

1,904 წაკითხვა

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

„არ ვიცი რამდენ ხანს მოანდომებს ხელისუფლება თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას, თუ საერთოდ გამოიძია იმ პირობებში, როცა მის ოჯახს თურმე გაჩუმება ურჩიეს (როგორც ადვოკატისგან შევიტყვეთ).

ფაქტია რომ ახალგაზრდა წარმატებული გოგონას სიკვდილი არ არის რიგითი კრიმინალური ეპიზოდი და საკმაოდ ბნელით მოცული საქმეა. რა თქმა უნდა ჯობს, გამოძიებას დაველოდოთ, ოფიციალურსაც და დამოუკიდებელსაც, მაგრამ რაკი დიდი ალბათობით ეს საქმე გაჭიანურდება თუ საერთოდ მივიდა ბოლომდე, მომავალში მსგავსი უბედურებების თავიდან აცილების მიზნით აუცილებლად მიმაჩნია გავაფრთხილოთ ყველა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა: იყავით ფრთხილად როცა გაუგებარი წარმომავლობის თუნდაც ძალიან ეფექტური დაახელების ორგანიზაციები სამსახურს გთავაზობენ თქვენთვის მოულოდნელი მაღალი ანაზღაურებით და სანამ ბოლომდე არ გაარკვევთ სად მიდიხართ სამუშაოდ, არ დათანხმდეთ არანაირი ანაზღაურების გამო – სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია.

უამრავი შემთხვევაა და პირადად მე ვიცი რამდენიმე, როცა ახალგაზრდებს დაუჯერებლად მაღალი ანაზღაურების ფასად ერთი შეხედვით უმნიშვნელო საქმეს სთავაზობენ და მერე ეს ახალგაზრდები ან ტროლების ფაბრიკის, ან ნებისმიერი სხვა რუსული სპეცსამსახურის ფილიალის განკარგულებაში შეიძლება აღმოჩდნენ. ზოგი ხვდება თავიდანვე და უარს ამბობს, ზოგი მერე ხვდება…

არანაირი შეთქმულებების თეორიებით შეპყრობილი არ ვარ – ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ და ამიტომ გთხოვთ ყველას – როგორც არ უნდა გიჭირდეთ, რა მომხიბვლელადაც არ უნდა გამოიყურებოდეს შემოთავაზებული ანაზღაურება, კარგად გაიგეთ ვინ და რას გთავაზობთ! გაჭირვებას ეშველება – დაკარგულ სიცოცხლეს აღარ!“

Next Post

“ტვ იმედის” ჟურნალისტები “ტვ პირველზე” გადავიდნენ - „ამიერიდან, უკვე ერთად!“ - ინგა გრიგოლია

სამ ივლ 28 , 2020
1,904 წაკითხვა„იმედის“ უკვე ყოფილი ჟურნალისტები, დები ნატა და ნანუკა ქაჯაიები სამუშაოდ „ტვ პირველზე“ გადავიდნენ. დებმა „ტვ იმედი“ რამდენიმე დღის წინ დატოვეს. „ეს ორი სილამაზე გოგო. უმაგრესები, ნიჭიერები. საუკეთესოები კეთილი იყოს თქვენი ფეხი „ტვ პირველზე“!!! ისე მიყვარხართ და ისე მიხარიხართ!!!. ბევრი და დიდი წარმატებები თქვენ, ამიერიდან, უკვე ერთად! მიყვარს „ტვ პირველი“ და ჩემი დები ქაჯაიები“ ინგა გრიგოლია