„ამიერიდან ყველა სიგიჟის უფლება შემიძლია მივცე თავს“ – ინგა გრიგოლია

1,916 წაკითხვა

ინგა გრიგოლიას პოსტი ფეისბუქში:

„უდიდესი მადლობა,მეგობრებო, მოლოცვების და კეთილი სურვილებისთვის მილიონ მადლობას გიხდით ყველას. პერსონალურ მადლობებს მოგვიანებით ჩავუჯდები. მეც არ მჯერა, მაგრამ კი დავამრგვალე აგერ 50.

ძალიან მომწონს და მართობს ეს ასაკიც და ის ამბავიც, რომ უკვე იმხელა ვარ, ამიერიდან ყველა სიგიჟის უფლება შემიძლია მივცე თავს, შეზღუდვების გარეშე. ისეთ ასაკს გადავცდი, როცა ანგარიშის გაწევა მხოლოდ საკუთარი თავისა და სურვილებისთვის მომინდება და აღარ – სხვებისთვის.

წარმატებები ჩვენ ყველას, ჩვენ-ჩვენი სიგიჟეებით და თავისუფლებით, რომელიც ჩემმა 50-მა ნამდვილად მომიტანა.

მიყვარხართ.“

Next Post

ლაშა ნაცვლიშვილი სააკაშვილს - „გინდა, დამარცვლით აგიხსნა, რატომ არ გამოგივა არაფერი“

სამ მარ 9 , 2021
1,916 წაკითხვალაშა ნაცვლიშვილი ფეისბუქში წერს: „Mikheil Saakashvili გინდა, დამარცვლით აგიხსნა, რატომ არ გამოგივა არაფერი და რატომ გაასხამს მორიგ ჯერზე ყალბ ამბავზე დაშენებული ტელე-ბაბლი? არამარტო ჟანრის, ფიზიკის კანონები მოითხოვს, რომ ხელისუფლების თავგასულობის ნიადაგზე საზოგადოებრივი პროტესტის გამოწვევისთვის აუცილებელი პირობა – მსხვერპლის არსებობაა. ნამდვილის და არა გამოგონილის. შენივე მაგალითზე გაგახსენო? ჯერ სასაფლაოზე ვპოულობთ სანდროს ნაწამებ ცხედარს და მერე, ახალიების, ვანოს და მისი ცოლის […]