აქცია „სახელმწიფოს პანაშვიდი!“ რომელიც პარლამენტთან დღეს უნდა გამართულიყო აღარ შედგება. აქციის ორგანიზატორებმა შეკრება მას შემდეგ გადაიფიქრეს, რაც მათი თქმით პუტინისტური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისგან, მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს, რომ დაუპირისპირდებოდნენ.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ არ აპირებენ, ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდონ.
„ჩვენ ვგეგმავდით, რომ ეს აქცია ყოფილიყო სიმბოლური და ამ ჯვართან, რომელიც, ჩვენი აზრით, არის სახელმწიფოს, სეკულარული სახელმწიფოს პანაშვიდი, გვინდოდა მიგვეტანა თაიგულები. ჯვრის მოხსნა და ვანდალობა არ იგეგმებოდა, თუმცა მოგვივიდა “ალტ ინფოს” ლინკები და ა.შ, რომ ბოლო სისხლის წვეთამდე აპირებენ ბრძოლას. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავწირავთ ადამიანებს”, – თქვა აქტივისტმა, ნატა ფერაძემ.
მისივე თქმით, ოფიციალური ხერხებით ბრძოლას გააგრძელებენ.
მთავარი