დღეს ამირან გამყრელიძე ეროვნული “ჰიტია”, ყველასთვის მისაღები და საყვარელიც კი. ბუნებრივია, გვარამია-გაბუნიას საქართმეს და კიდევ ვიღაც მარგინალ მიშარასტებს არ ვთვლი ამ რიცხვში. შეუძლებელია, ამ კაცის პროფესიონალიზმი, ცხოვრებისეული სიბრძნე, სიდინჯე, სიდარბაისლე და ზრდილობა არ მოეწონოს ნორმალურ ადამიანს. ვიღაცეები რომ იძახით, “ევექსში” ფული აკეთაო, ის თქვით, ფული ვინმეს თუ მოპარა, თორემ აკეთოს, რამდენიც უნდა. და ამდენი ფული თუ აკეთა, ამ ძუნძგლიან ვირუსებს და შეუგნებელ ხალხს რატომ დასდევს, ვერ წავიდა სადმე ნაკლებვირუსიან ქვეყანაში? ჰოდა, ახლა რომ მოგწონთ გამყრელიძე, შარშან, შარშანწინ და ყოველი წლის ზამთარს ამ კაცის ლანძღვაში იყავით ბევრი მათგანი, რამდენჯერაც დაგაცემინებდათ – თითქოს ამ კაცის ბრალი ყოფილიყო.
კორონავირუსს რაც შეეხება, ყველა ლაპარაკობთ და ერთს მეც ვიტყვი – იმით მაინც გამოდგა დადებითი მოვლენა, რომ ხელების ხშირ დაბანას ისწავლის ყველა, ქართველიც და ევროპელიც, ჩინელიც და ირანელიც.
გულბაათ რცხილაძე