„საბურთალოს კლასტერის ინფიცირების წყარო შესაძლოა იყოს ჩემი კოლეგა“ – ამირან გამყრელიძე

საბურთალოს კლასტერის ინფიცირების პირველადი წყარო შესაძლოა იყოს ჩემი კოლეგა, სამედიცინო მუშაკი, შემდეგ კი ინფექცია ოჯახსა და ოჯახის ახლო კონტაქტებში გავრცელდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„გუშინწინ დადასტურებული 2 შემთხვევის, ამ ე.წ. საბურთალოს კლასტერის კონტაქტების კვლევა ინტენსიურად მიმდინარეობს, 50-მდე ადამიანი გამოკვლეულია. 9-ს ასევე დაუდგინდა კორონავირუსი და კვლევა ამ წუთებშიც გრძელდება. ინფიცირებულები არიან გადაყვანილები საავადმყოფოებში, კონტაქტები კი თბილისის საკარანტინო სივრცეებში. კლასტერის ინფიცირების პირველადი წყარო შესაძლოა იყოს ჩემი კოლეგა, სამედიცინო მუშაკი, შემდეგ კი ინფექცია ოჯახსა და ოჯახის ახლო კონტაქტებში გავრცელდა. დღესაც იღებენ დამატებით ნიმუშებს და ტარდება ჩაღრმავებული კვლევა. ამ კლასტერში სულ 11 წევრია. შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო, თუმცა ეს არაა ისეთი მატება, რომელსაც ჩვენ ვერ გავუმკლავდებით. ნუ მივეცემით პანიკას, შემსუბუქების პერიოდში ეს ყველა ქვეყანაში მოხდა და შესაძლოა ჩვენთანაც მოხდეს. ამ პერიოდში აუცილებლად უნდა დავიცვათ უკვე ცნობილი რეკომენდაციები. ამუშავდა ტრანსპორტი – მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი. გუშინ ვაკვირდებოდი ქალაქში და გამიხარდა, რომ ბევრ ავტობუსში რეკომენდაციები იყო დაცული. მოვუწოდებ მოსახლეობას – ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია არის სრულად მართვადი. გვექნება ახალი შემთხვევები – ეს არაა დიდი პრობლემა. ეს არის მართვადი, მაგრამ ძალაში რჩება სლოგანი – უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება ამ ვირუსთან ერთად და დავიცვათ წესები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, თბილისში, საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში კორონავირუსით ოჯახის 7 წევრი დაინფიცირდა.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *