1,250 წაკითხვა
ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება მამუკა მდინარაძის განცხადებაზე, რომელიც მან კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებით გააკეთა, როდესაც თქვა, რომ ყანდიაშვილს 2014 წლის შემდეგ მათთან შეხება არ ჰქონია:
„მამუკა მდინარაძემ ისეთი ტყული იკადრა ყანდიაშვილთან დაკავშირებით, მის მაგივრად თამარ ჩუგიშვილი გაწითლდა „tv პირველის“ ეთერში.
მისი ტყული ისტოროაში შევა როგორც ყველაზე მოკლეფეხებიანი ტყუილი.“- წერს მეტრეველი.
შეგახსენებთ, რომ ფეისბუქმა დაბლოკა ხელისუფლებასთან ასოცირებული გვერდები, რომლის შემქმნელად სწორედ კოკა ყანდიაშვილი დასახელდა, თუმცა„ქართულმა ოცნებამ“ ყანდიაშვილთან ასეთი ტიპის კავშირები უარყო.