„ეს ქართულგვარიანი მანქურთი ჭკუას რუსულად რომ გვასწავლის“ – ბონდო მძინარაშვილი დავით არახამიაზე

698 წაკითხვა

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ეხმიანება წარმოშობით ქართველ და უკრაინაში მომუშავე დეპუტატ დავით არახამიას, რომელმაც თქვა, რომ დღეს უკვე რცხვენია მისი ქართველობის:

„ყოველთვის ვამაყობდი, რომ ქართველი ვარ, დღეს კი ნამდვილად მრცხვენია“, – ასე მოგვმართა დავით არახამიამ ქართველებს… რუსულად!

თან იქვე დააყოლა, – თქვენს ხელისუფლებასთან გაარკვიეთო!
ეს ქართულგვარიანი მანქურთი თუ მამლუქი ჭკუას რუსულად რომ გვასწავლის, იქნებ ისიც გვითხრას, რა სიკეთე მოუტანა საქართველოს?!
ან რა ქართველობით ამაყობდა, ერთი სიტყვის – „გამარჯობის“ – გარდა ქართულად რომ ვერაფერს ამბობს?!

უკრაინის ხელისუფლება ძალიან ცდილობს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას!
ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობს ნაცსექტის დესანტი!
ეს უკანასკნელები ვერაფრით ამართლებენ “უკრაინისთვის თავდადებას”, რადგან საქართველოს ომში ჩართვას ვერ ახერხებენ!

ამ დღეებში, საქართველოს გასაბჭოების ასი წლისთავზე, ბევრს ვფიქრობ, რა ამოძრავებდა სერგო ორჯონიკიძეს, როცა საქართველოში წითელ არმიას მიუძღოდა და მოსკოვში დეპეშებს უგზავნიდა ლენინს და სტალინს!

ახლა უკვე ზუსტად ვიცი: მოსკოვში ვერ მომაგრდებოდნენ, უფრო სწორედ, საერთოდ დაკარგავენ ძალაუფლებას, თუკი საქართველო დამოუკიდებელი იქნებოდა!
ეს პრობლემა ჰქონდა მიქოიანსაც, – სომხეთის გასაბჭოების გარეშე ვინ იქნებოდა?!
სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივია!

ახლა კი უკრაინაში გაქცეულები საკუთარი არსებობის გამართლებას საქართველოს ომში ჩართვაში ხედავენ, რასაც რუსეთის შემოჭრა, ხელისუფლების დამხობა და რუსეთის გავლენის აგენტი ნაცსექტანტების დაბრუნება უნდა მოჰყვეს!
ნათქვამია, – შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო!
ამათ შეცვალეს: შორი გზა მოიარე და შინ ომით მიდიო!

უკრაინაში ომით უნდა საქართველოში ძალაუფლების ხელში ჩაგდება, თორემ უკრაინელი ხალხის ბედი საერთოდ არ ანაღვლებთ!
ისევე, როგორ ქართველი ხალხის ბედი! არ ჩაებმება საქართველო ამ ომში!
არ ჩაებმება, რადგან ხალხმაც და ხელისუფლებამაც ძალიან კარგად ვიცით, რა მოჰყვება პროვოკაციებზე უგუნურ წამოგებას!

უკრაინა, ამ უმძიმეს დღეებში, იმისთვის იცლის, რომ საქართველოდან გაქცეულ ჯალათს, გლდანის ციხის სადისტ დირექტორს, პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭოს და იგივე უკრაინა საქართველოსგან მისი ინტერესების ომით დაცვას მოითხოვს!

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, – უკრაინის განაცხადი ევროკავშირმა საქართველოს და მოლდოვასგან დამოუკიდებლად უნდა განიხილოსო!
დროა, საბოლოოდ გამოვიდეთ ნაცსექტის პროპაგანდის გავლენისგან!
ხოლო ვისაც ქართველობის რცხვენია, მათ გასაგონად ვიკითხავ: როდის იყავით ქართველები?! როდის იცავდით საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებს?! არასოდეს! ჰოდა, მორჩით სპეკულაციებს!”- წერს ბონდო მძინარაშვილი.

Next Post

„შეურაცხმყოფელი არის კითხვაც კი, რომ რაღაც ფარული მოლაპარაკებებია“ -მამუკა მდინარაძე

ორშ მარ 7 , 2022
698 წაკითხვაფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ რუსეთთან ფარული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც КГБ-ს ყოფილი მაღალჩინოსნის იური შვეცის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ კრემლთან საიდუმლო მოლაპარაკებები აწარმოეს. „შეურაცხმყოფელი არის კითხვაც კი, რომ რაღაც ფარული მოლაპარაკებებია. მითუმეტეს, როდესაც საუბარია იმ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, რაღაც ფარულ […]