„შეურაცხმყოფელი არის კითხვაც კი, რომ რაღაც ფარული მოლაპარაკებებია“ -მამუკა მდინარაძე

279 წაკითხვა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ რუსეთთან ფარული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც КГБ-ს ყოფილი მაღალჩინოსნის იური შვეცის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ კრემლთან საიდუმლო მოლაპარაკებები აწარმოეს.

„შეურაცხმყოფელი არის კითხვაც კი, რომ რაღაც ფარული მოლაპარაკებებია. მითუმეტეს, როდესაც საუბარია იმ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, რაღაც ფარულ მოლაპარაკებებზე, თუნდაც ამ სფეროში, საუბარი ზედმეტია. წინა დღეებშიც გავრცელდა მსგავსი ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ომის პარალელურად რაღაც მოლაპარაკებები განახლდა, ან ხორციელდება. 2020 წელს გაგზავნილი წერილზე პასუხი, რატომღაც ახლა გასცეს რუსეთის შესაბამისი უწყების წარმომადგენლებმა. არანაირი მსგავსი არ ხდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

Next Post

„მე დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი ასე არ ფიქრობს“ - გიორგი ლაღიძე

ორშ მარ 7 , 2022
279 წაკითხვაგიორგი ლაღიძის პოსტი ფეისბუქში: „სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, ვაი ჩვენს პატრონს, რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სიაში საქართველო არ შეიყვანა. ანუ, გამოდის რომ რუსეთმა რომელმაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა და დღესაც აგრძელებს. მათ მიმართ კეთილგანწყობილები ვართ და ტაშ-ფანდურით ვხვდებით…. მე დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი ასე არ ფიქრობს, აი ხელისუფლებამ კი საკუთარი თავის სრული ლუსტრაცია მოახდინა, სამარცხვინოები, ხართ სამარცხვინოები […]