„მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებიდან ეპიზოდი, როდესაც მთაზე მდგომს ეშმაკი ეუბნება..“- არჩილ გამზარდია

549 Views

მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებიდან ცნობილია ეპიზოდი, როდესაც მთაზე მდგომს ეშმაკი ეუბნება, გადახტი და თუ ღვთის შვილი ხარ, გადარჩებიო. მაცხოვრის პასუხიც გვახსოვს ყველას. ჩვენი ეკლესიაც, დღეს, სამწუხაროდ, იგივეს გვეუბნება ჩვენ, გადახტით და ღმერთი დაგიჭერთო. ღმერთი არ განაგებს ადამიანის არჩევანს და არც ბედისწერას, მეტიც, ღმერთი არც კი თანამონაწილეობს ადამიანის არჩევანში, ის, თავისუფლებას და არჩევანის უფლებას, პასუხისმგებლობასაც ადამიანს ანიჭებს – გამოვა ადამიანი ეშმაკის რანგში თუ ღვთის მხარეს.

აირჩიეთ მორწმუნეებო, ვის მხარეს დგახართ თქვენ – ეშმაკის მხარეს, რომელიც მაცხოვარს გადახტომას სთავაზობდა მთიდან თუ ღმერთის მხარეს, რომელიც არ უმტკიცებდა ეშმაკს არაფერს.

უგუნურობით, უმეცრებით სიკვდილი ქრისტესადმი თავგანწირვა არაა, ის თვითმკვლელობაა, რომელიც ურწმუნობის იდენტურად არის მიჩნეული სახარებაში და ერთადერთ ყველაზე მძიმე ცოდვად, რომლის მონანიებაც შეუძლებელია.

დღეს სასულიერო იერარქები მოგვიწოდებენ გადმოვხტეთ მთიდან, რომ ღმერთი ვაიძულოთ გვიმტკიცოს თავის არსებობა. ეს ურწმუნობაა. ეს ღვთის გმობაა. ეს თვითმკვლელობაა.

არჩილ გამზარდია

Next Post

„ვირუსის დასამარცხებლად ამ ხერხს ნუ მიმართავთ… ძალიან სახიფათოა!” – გუგა ქაშიბაძე

ხუთ აპრ 16 , 2020
549 Viewsდამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მოქალაქეებმა კორონავირუსთან საბრძოლველად მდუღარე წყალი დალიეს და ამით დამწვრობა მიიღეს. ამის შესახებ მან მაესტროსთან ისაუბრა. „ბუნებრივია ვერ გეტყვით რამდენად მოერევა ეს კორონავირუსს, მაგრამ ბუნებრივია ტუჩების, ენისა და საყლაპავის დამწვრობას მივიღებთ. კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, რომ ამ ხერხს ნუ მიმართავენ. ძალიან სახიფათოა მათი ჯანმრთელობისთვის“, — აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ. მისივე თქმით, იყო […]

შესაძლოა მოგეწონოთ

mediapress.ge@gmail.com