„დღეს მთელი დღის განმვალობაში, მიკერძოებული და სუბიექტური არასამთავრობო ორგანიზაციები მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ“ – დავით ჩიხელიძე

419 წაკითხვა
„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს:
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში, მორიგი დასავლური სტანდარტების არჩევნები ჩატარდა, არჩევნებმა საარჩევნო კოდექსის სრული დაცვით, მშვიდ გარემოში ჩაიარა სადაც დაცული იყო ამომრჩევლის ფუნდამენტური უფლება, თავისუფალი ნების გამოხატვის უფლება. რა თქმა უნდა ყველაფერს ორი მხარე აქვს, დღეს გამოჩნდა მმართველი გუნდის ღირსება, რომელმაც ცალსახად დემოკრატიული არჩევნების ჩატარება უზრუნველყო, მაგრამ სამწუხაროდ დავინახეთ მესამე სექტორის ნამდვილი სახე, რომელიც საზოგადოების წინაშე მთელი თავისი ნაკლოვანებით წარსდგა… აღნიშნული განსაკუთრებით ე.წ. პრივილეგირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეხება,რომელი ერთი ჩამოვთვალო, მართლაც რომელი ერთი, (სამართლიანი არჩევნები, საერთაშორისო გამჭირვალობა, საია და ა.შ.) დღეს მთელი დღის განმვალობაში, მიკერძოებული და სუბიექტური არასამთავრობო ორგანიზაციები მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ, მათ განცხადებებში კვლავ აქტუალური გახდა სიტყვა სავარაუდოდ, რომელიც მათ მოხსენებებში მრავლად არის. მეორეს მხრივ კი ჩვენ ვნახეთ საერთაშორისო დამკვირვებელთა მთელი ჯგუფი რომელიც არჩევნებს მაღალ შეფასებას აძლევს, თუ მკითხავთ ვისი მჯერა კაპიტანი გიგაურის თუ კენი დეგნანის, რა თქმა უნდა დეგნანის, ISFED-ის თუ ევროკავშირის წარმომადგენლობის? ევროკავშირის წარმომადგენლობის, რომლებიც ღიად აცხადებენ რომ საქართველომ მორიგი დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა!
ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი დახურულია, უკვე დასასრულს უახლოვდება ხმების დათვლამდე ჩასატარებელი პროცედურები, კენჭისყრის დღე თითქმის დასრულდა, რაც შეფასების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა, დღეს ყველამ ერთად ვნახეთ, როგორი მაღალი იყო საზოგადოების აქტივობა, ასევე ვიხილეთ ცესკოს შესანიშნავი მუშაობა, რომელმაც კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზება უზრუნველყო, არჩევნების აქტიურ მონიტორინგს ვეწეოდი, მინდა გითხრათ, რომ არჩევნების ასეთ მაღალ დონეზე ჩატარება საკმაოდ რთული მისიაა, რომელსაც ცესკომ თავი შესანიშნავად გაართვა, მიუხედავად მცირე დარღვევებისა, რომელსაც საბოლოო შედეგზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია, არსად მთელი საქართველოს მასშტაბით სერიოზულ ექსცესს ადგილი არ ქონია, რამდენიმე წუთში ყველა უბანში ყველაზე მნიშვნელოვანი ხმის დათვლის პროცედურა დაიწყება, რომელიც უპრეცედენტო გამჭირვალობით გამოირჩევა, რადგან ყველა უბანზე ხმის დათვლის ვიდეო ფიქსაცია ხორციელდება, რომლის ნახვის შესაძლებლობა თითოეულ ჩვენგანს შეეძლება, მნიშვნელოვანია რომ პირველად არჩევნები ჩაატარა კომისიებმა, რომლის შემადგენლობაშიც არა 12 არამედ 17 ადამიანი შედიოდა, რაც თავის მხრივ მაღალ სანდოობას ნიშნავს, ასევე მნიშვნელოვანია დამკვირვებელთა რაოდენობა, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს რამდენიმე ათეული (152) სადამკვირვებლო ორგანიზაცია და ათასობით დამკვირვებელი აკვირდებოდა.

Next Post

მიხეილ სააკაშვილი - „ახლა დათვლაში ხმები უნდა დავიცვათ!“

შაბ ოქტ 2 , 2021
419 წაკითხვასაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებულ IPSOS-ის ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ახლა ხმები უნდა დავიცვათ. „თბილისი! ახლა დათვლაში ხმები უნდა დავიცვათ!“, – წერს Facebook-ზე მიხეილ სააკაშვილი და IPSOS-ის კვლევების შედეგებს აზიარებს. Ipsos-ის მიერ, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხმას ამომრჩეველთა 38, 6 % აძლევს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 33 %-ით. […]