შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა

175 წაკითხვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 5-8 დეკემბერს, ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ვერა ბერგკამპს და სენატის პრეზიდენტ იან ბრუაინს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს (EUROJUST) პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანთან. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას გამართავს ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის სპიკერ ფერნანდ ეტგენთან.

პრესსამსახურის ცნობით, ორმხრივი შეხვედრები ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის წარმომადგენლებთან გაიმართება.

შალვა პაპუაშვილი ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტს, კოენ ლენაერტს შეხვდება. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, დეპუტატები, მაკა ბოჭორიშვილი, გიორგი ამილახვარი, ხატია წილოსანი, რიმა ბერაძე, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.

Next Post

100 ათასი კაცი შევიკრიბოთ რუსთაველზე განაჩენის დღეს - ზვიად კუპრავა

ორშ დეკ 5 , 2022
175 წაკითხვაზვიად კუპრავა მოუწოდებს მხარდამჭერებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დღეს, 100 ათასი ადამიანი შეიკრიბოს რუსთაველის გამზირზე. “რადგან სასამართლოში შევიდა შუამდგომლობა, ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში საკითხი აუცილებლად გადაწყდება. ყველაზე სწორი და პრაგმატული იქნება 100 ათასი კაცი შევიკრიბოთ რუსთაველზე განაჩენის დღეს. მადლობა ვუთხრათ სასამართლოს და ერთად ვიზეიმოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა.”– წერს კუპრავა.

შესაძლოა მოგეწონოთ