დამრჩა განცდა, რომ გვარამიას, გაბუნიას არმოკვლა „გაუტყდა“ – დავით ჩიხელიძე

1,584 წაკითხვა

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე,  გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით და ამ საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლზე საუბრობს.

“შეუძლებელია შეუმჩნეველი დაგრჩეს, გვარამის, ნაციონალური მოძრაობის და მათთან დაკავშირებული ადამიანების, ბოლო დროინდელი, მიზანმიმართული ცილისწამება, რომელიც სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციას ემსახურება, ისინი ცდილობენ თეთრი შავად გვაჩვენონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ადამიანის უმთავრესი უფლება არის სიცოცხლის უფლება (უფლება, რომლის ხელყოფა ნაციონალების დროს ჩვეულებრივი მოვლენა იყო) სახელმწიფო უწყებები იმიტომ არსებობს, რომ ზედმიწევნით შეასრულოს, კანონით მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები, რომელიც ერთის მხრივ დაიცავს ხოლო მეორე მხრივ გააძლიერებს ადამიანს, საზოგადოებას და სახელმწიფოს.

ნებისმიერი ადამიანის მოკვდინება, არის მიუღებელი, მნიშვნელობა არ აქვს მის პროფესიას, შეხედეულებებს ეროვნებას და ა.შ. ჩემთვის როგორც რიგითი ადამიანისთვის, თითოეული ადამიანის სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია, მიუხედავად იმისა, ვეთანხმები თუ არა მის შეხედულებებს, მაგრამ სამწუხაროდ როგორც აღმოჩნდა ასე არ ფიქრობს გვარამია და დამრჩა განცდა, რომ გვარამიას გაბუნიას არმოკვლა „გაუტყდა“. ბოდიში სლენგისთვის.

ადამიანის მკვლელობა ცალსახად არის ტერორიზმი, რომელიც 21-ე საუკუნის მსოფლიო მასშტაბის გამოწვევას წარმოადგენს, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა პირნათლად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა, ექსცესებისა და გართულებების გარეშე შეძლო პოტენციური მკვლელის დაკავება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხაზს უსვამს უსაფრთოხების სამსახურის მაღალ პროფესიონალიზს.

ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოში ადამიანის სიცოცხლის უფლება არის დაცული და სახელმწიფო უმკლავდება მასზე დაკისრებულ მოვალეობას. წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ნებისმიერი განვითარებული ქვეყნაში შესაბამისი უწყება, საზოგადოების მხირდან მადლობას და აღიარებას მიიღებდა, საქართველოში კი მხოლოდ ტალახი „ერგოთ“.

რაც შეეხება გვარამიას პოზიციას და ქცევაში გამოხატულ პოზიციას, ცალსახაა რომ ის მოიქცა ისე როგორც მოიქცეოდა დილეტანტი სამართალმცოდნე, რომელმაც გარისკა ადამიანის სიცოცხლით, მომეტებული საფრთხის შესახებ არათუ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს, არამედ საკუთარ მეგობარსაც არ შეატყობინა… ეს ბევრ რამეს უსვამს ხაზს. როგორც ჩანს ნაციონალებს, კვლავ „გვამი“ ჭირდებათ, მერე რა თუ ის მათი გუნდის წევრი იქნება.”– ამბობს დავით ჩიხელიძე.

Next Post

„ბოდიშის მოხდას და მუხლებზე ხოხვას არ ვაპირებ, პუტინზე უფრო მეტის თქმაც შეიძლებოდა“

ოთხ ივნ 17 , 2020
1,584 წაკითხვაჟურნალისტი გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს, დამოკიდებულება არ შეცვლია და პუტინზე უფრო მეტის თქმაც შეიძლებოდა გაბუნიას თქმით, ის ვერ შეიცვლება, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მისი მოქალაქე. „მე პოზიციას არ შევიცვლი, ჩემი დამოკიდებულება ისეთივეა, როგორიც იყო, ბოდიშის მოხდაზე და მუხლებზე ხოხვაზე ლაპარაკი ზედმეტია, ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ, არანაირი ბოდიშის მოხდას, რაც ვთქვი პუტინზე უფრო მეტის თქმაც შეიძლებოდა, […]