„გუბაზ სანიკიძე, რომელიც სამარცხვინოდ ეთნიკურ შუღლს აღვივებდა, მიხეილ სააკაშვილს სომეხს ეძახდა და..“

1,818 წაკითხვა

გუბაზ სანიკიძე, რომელიც სამარცხვინოდ ეთნიკურ შუღლს აღვივებდა, მიხეილ სააკაშვილს სომეხს ეძახდა და ჩვენი ქვეყნის მტრულ პროპაგანდას ეწეოდა, ეს კაცი და თავისი გზავნილები არის სიმპტომი იმისა, თუ როგორ დაემსგავსა სააკაშვილი და მისი გარემოცვა ივანიშვილის ხედვას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც „მცხეთის იქით ხალხმა ბიძინას და მიშას მეტი არავინ იცის“.

როგორც ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, პროპაგანდა, რომ ან სააკაშვილი იქნება ან ივანიშვილი, არის მცდარი.

„ევროპული საქართველოს“ ხედვა არის ცვლილებებზე. ეს არის ცვლილება არამარტო ივანიშვილის, რაც აუცილებელი პირობაა, ამავე დროს არ დაშვება ისეთი ადამიანის პრემიერობის, გუბაზ სანიკიძეს რომ მიიღებს სპიკერად. ეს პროპაგანდა, რომ ივანიშვილის ალტერნატივა არის მხოლოდ სააკაშვილი და თუ ივანიშვილი არ იქნება, სააკაშვილი იქნება, აწყობს ივანიშვილსაც და აბსოლუტურად ბრიყვულად აწყობს სააკაშვილის გარემოცვასაც. პროპაგანდა – თუ ჩვენ არ ვიქნებით ძალაუფლებაში ისე, როგორც 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ჩემი ჩათვლით, რომ ყველა შტოს ვაკონტროლებდით, რამაც სერიოზული პრობლემები მოგვიტანა, არის სიცრუე. ამის შემდეგ ქვეყანა წინ წავიდა საზოგადოებრივად და აღარავის უნდა ეს. „ევროპული საქართველო“ იქნება ერთ-ერთი გარანტი ამის არდაშვების. ქართველ ხალხს სურს არა დღევანდელი ჭაობის შენარჩუნება, რაც ივანიშვილს უნდა, არა წარსულში დაბრუნება, რაც სააკაშვილს უნდა ოღონდ გუბაზით, რომელიც მას ღალატში და ეთნიკური შუღლის გაღვივებით სომხობაში ადანაშაულებდა. სამარცხვინოა დღეს ასეთი კაცის სახედ მიღება. ქართველ ხალხს არ უნდა ეს, არამედ უნდა წინ ყურება სწორი გეზით და სწორი კომპასით და იმ გეგმით, რაც აქვს „ევროპულ საქართველოს“ “, – განაცხადა ბოკერიამ.

ipn

Next Post

პანდემიის დროს საქართველოში 7 იახტა იყიდეს

ოთხ ოქტ 21 , 2020
1,818 წაკითხვაიახტების მწარმოებელმა კომპანია Azimut Yachts-მა პანდემიის პერიოდში საქართველოში 7 იახტა გაყიდა. მაშინ, როცა გასულ წელს, საქართველოში მხოლოდ 2 იახტა გაიყიდა. როგორც Azimut Yachts საქართველოს წარმომადგენლობაში ,,ბიზნესპერესნიუსს“ განუცხადეს, 2021 წლის გაზაფხულისათვის კიდევ 3 იახტაა შეკვეთილი. Azimut Yachts-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, გაყიდული იახტების ფასი 130 ათასი დოლარიდან 1 მლნ დოლარამდე მერყეობს. ,,კორონა პანდემიის პერიოდში იახტების გაყიდვის ნამდვილად სოლიდური რაოდენობა დაფიქსირდა. მეტიც, […]