ღია წერილი თეა წულუკიანს

1,270 წაკითხვა

მწერალ ირაკლი კაკაბაძის ღია წერილი კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს:

„მე მინდა თქვენი ყურადღება ქართულ კულტურაში არსებულ რეალურ და საზარელ პრობლემაზე გავამახვილო. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი კაპიტალი მისი შემოქმედებითი სიმდიდრეა, რომელზეც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ ასე არაჩვეულებრივად თქვა თავის გამორჩეულ ლექციაში ‘საქართველოს სულიერი მისსია’ 1990 წელს.

სამწუხაროდ 1992 წლის მერე საქართველოში დაიწყო უპირობო ვაჭრული ნეოლიბერალიზმის ზეიმი, სადაც კულტურას არანაირი ადგილი არ უჭირავს – იმ დონემდეც კი, რომ ეს სფერო თანამედროვე სოლომონ ისაკიჩ მეჟღანუაშვილების და ეგრეთწოდებული ‘მერკანტილური ლიბერტარიანიზმის’ მქადაგებელთა ხელში მოექცა. ‘წითელი ინტელიგენცია’, რომელიც მეცნიერული და შემოქმედებითი წვდომითაც გამოირჩეოდა თავის ნომენკლატურულ ნაკლოვანებებთან ერთად ‘ვარდისფერმა უნიჭო და შეშინებულმა ინტელიგენციამ’ შეცვალა, რომელიც მდიდრების და ნეოლიბერალური კლასის ინტერესების სადარაჯოზეა – რომელმაც სრულიად დაივიწყა ილია ჭავჭავაძის ‘გლახის ნაამბობის’ ან ”ოთარაანთ ქვრივის” სული, რომელმაც დაივიწყა ვაჟა ფშაველას ‘ბახტრიონი’ და რომელიც ყველას, ვინც სიტყვა ‘ყიზილბაშს’ ახსენებს ქსენოფობად აცხადებს.

ეს ადამიანები ფაქტობრივად ვაჟასაც, აკაკისაც (რომლის ბაში აჩუკი პირველი ქსენოფობი ყოფილა), ილიაც და ბევრი სხვაც უკვე მალულად ქსენოფობად გამოაცხადა და ადამიანებს საკუთარი ქვეყნის სიყვარულის სურვილს არ აძლევს.

ამასთან ერთად, ამ ახალ დომინანტ ‘ვარდისფერ ინტელიგენციაში’ გაბატონებულია კლასობრივი და ვიწრო-ბიურგერული შოვინიზმი, რომელიც მევახშეების და გამომძალველი ფინანსისტების კულტურის უპირობო სამსახურშია. დღეს საქართველოში – ნამდვილი ქართული კულტურა – ისევე როგორც ნამდვილი ქართველი ხალხი – ყველა ეროვნული უმცირესობით – სრულიად მარგინალიზებულია.

ადამიანების 95 პროცენტი ისე ცხოვრობს, რომ მის ცხოვრებას ფასიც არა აქვს – და ილია ჭავჭავაძის ‘გლახის ნაამბობი’ არავის ახსენდება. და ამ დიდი ოკუპაციის პირობებში ვაჟას ‘ბახტრიონიც’ სრულიად გვერდზეა გადადებული.

ერმა, რომელმაც ‘ჩაკრულო’ შექმნა და კოსმოსში გაუშვა – დღეს მთლიანად დაივიწყა ის, რომ მუხრან ბატონი და ბევრი სხვა უკანონო ბატონი ხალხს მთლიანად ამცირებს და უღირსებო მდგომაროებაში აგდებს. ეს უსამართლობა უკვე დიდი ხანია მკვიდრდება ჩვენ საზოგადოებაში – 1992 წლის 6 იანვრიდან – და ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ.

‘საქართველოს სულიერი მისსია’ არის მისი შემოქმედებითი პოტენციალის გაღვიძებაში,  საქართველოს თითოეულ მოქალაქეში – ყველა ადამიანში ძევს ის პრომეთეული შემოქმედებთი გენიოსი, რომელზეც ზვიად გამსახურდია ლაპარაკობს თავის ლექციაში ასე არაჩვეულებრივად – მაგრამ 1992 წლის მერე ამ შემოქმედებითი ძალის მიჩქმალივისთვის და მდიდარი ბანდიტებისთვის დამორჩილებისათვის ყველაფერი ხდება.

ეს არის ქართული ნეოლიბერალური ანტი-კულტურის სახე. ერთ მშვენიერ დღეს ეს უნდა შეიცვალოს – ქართულ კულტურას ნამდვილად სჭირდება რუის-ურბნისის კრება – რათა ჩვენ საბოლოოდ არ ჩამოვშორდეთ ჩვენ ძირებს – ვაჟას, ილიას, აკაკის – აგრეთვე საიათნოვას, ოვანეს თუმანიანს, ნიზამი განჯიევს, სერგო ფარაჯანოვს და ბევრ დიდი ქართველი ხელოვანსა თუ შემოქმედს.

ჩვენ გვჭირდება რომ ამოვიდეთ ნეოლიბერალიზმის სიყალბიდან – და თვალებში ჩავხედოთ დღევანდელ რეალობას და დაღუპვას გადავარჩინოთ არამარტო საქართველოს განუმეორებელი კულტურა – არამედ მისი ხალხიც.

საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა მარგინალიზებულია და მიტოვებულია – მდიდართა და ტრანს-ნაციონალური კორპორაციების მონობაშია – ქვეყნის ხსნა არის ძალიან რთული, მაგრამ ეს შეუძლებელია არ არის.

იმედი მაქვს, რომ თქვენ, ამ უმძიმეს და თითქმის შეუძლებელ მისიას არ შეუშინდებით და ამ გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდებით. ამას გაბედულება სჭირდება., როგორც დიდი ფრანგი ფილოსოფოსი ალენ ბადიუ ამბობს – მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გაბედულება თქვენ გაქვთ” – წერს ირაკლი კაკაბაძე კულტურის მინისტრ თეა წულუკიანისადმი გაგზავნილ ღია წერილში.

Next Post

გახარია, ოპოზიციის სერიოზული თავის ტკივილი გახდება – გიორგი ცუცქირიძე

კვი მარ 28 , 2021
1,270 წაკითხვამთელი ოპომედიის დღის წესრიგი გადასულია გიორგი გახარიას პოლიტიკური პერსპექტივების განხილვაზე. ბუნებრივია, აქცენტები მისი დისკრედიტაციის მცდელობაზეა აგებული, სხვადასხვა ვარიაციებით.”- ამის შესახებ პროფესორი გიორგი ცუცქირიძე წერს სოციალურ ქსელში. “გიორგი გახარიას პოლიტიკაში შემოსვლა, რომ ოპოზიციისათვის არსებული პოლიტიკური კონფიგურაციის შეცვლის წინაპირობას წარმოადგენს, ეს სააკაშვილსაც გააზრებული აქვს და ლელოსნაირ 3 პროცენტიან პარტიებსაც. სააკაშვილის გუშინდელი აშკარად გაღიზიანებული და არაკორექტული კომენტარებიც გახარიას პოლიტიკურ პერსპექტივაზე, ტვ პირველის ღამის […]

შესაძლოა მოგეწონოთ