გიგა მაქარაშვილი მადლობას უხდის მიხეილ სააკაშვილს და ამბობს, რომ ყველა შეცდომას პატიობს

88 წაკითხვა

გიგა მაქარაშვილი დაბადების დღეს ულოცავს მიხეილ სააკაშვილს,  მადლობას უხდის  და ამავდროულად აღნიშნავს, რომ ყველა შეცდომას პატიობს, რომელიც მისი მმართველობისას იქნა დაშვებული.

“თბილისობა იმართებოდა რიყეზე, წელი არ მახსოვს. ცენტრში უზარმაზარი საწნახელი იდგა, იქვე ათობით ტონა ყურძენი და უამრავი ადამიანი რიგში, რომლებიც რიგრიგობით წურავდნენ ყურძენს.

ჟურნალისტი ვიყავი და ოპერატორთან ერთად მეც აღმოვჩნდი საწნახელში, გადავწყვიტე იქიდან მქონოდა პირდაპირი ჩართვა.

არ მახსოვს როგორ, მაგრამ რაღაც მომენტში ცოცხლად შესრულებული მრავალჟამიერის ფონზე აღმოვჩნდი რამდენიმე (ზუსტი რაოდენობა არ მახსოვს) პრეზიდენტის გარემოცვაში! ისინიც სხვა მოქალაქეებივით გაბადრული სახეებით სრესდბენ რქაწითელს.

ფერხულში ყველაზე ბედნიერი და ამაყი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. რეგიონის მთავარი კაცი, რომელთან სიახლოვეს დგომაც სხვა პრეზიდენტებისთვის ძალიან საამაყო იყო!

მახსოვს როგორ აინთო ნათურა და აღარ ჩაქრა! ერთ დღეში გაათმაგებული პენსიები მახოსვს!
მე მახსოვს აბანოთუბანში აცეკვებული ამერიკის პრეზიდენტი
მახსოვს განმუხურში უკუსვლით მორბენალი რუსები!

მახსოვს დიდი შვება უბრალო ადამიანების თვალებში, როცა ზრდილობიანი, მოწესრიგებული, კარგად ჩაცმული ახალგაზრდა პოლიციელები გამოჩნდნენ ქუჩაში!
მახსოვს ერთ წამში შეცვლილი ცხოვრება ღარიბი მშობლებისა, შვილები რომ სრულიად უფასოდ გაუხდნენ სტუდენტები!

მახსოვს სიგარეტის კვამლისგან გასანიავებლად ღია დატოვებული ავტომობილის ფანჯრები და უკვალოდ გამქრალი კრიმინალი!

მახსოვს 7 ნოემბერი, როცა კარგად მიბეგვილს საავადმყოფოში გამეღვიძა გათოშილს და იქიდან კოლეგების მხარდასაჭერად გავვარდი იმედის შენობასთან!

მახსოვს რობაქიძის უმძიმესი ამბავი!
მახსოვს გირგვლიანის ისტორია!
ციხის ამბების კოშმარი მახსოვს!

იცოცხლე პრეზიდენტო, ამდენი ბრძოლის მერე დანებების უფლება არ გაქვს!
მადლობა ქართველად ყოფნის არსაიდან გაჩენილი სიამაყის გრძნობისთვის!
მიპატიებია ყველა შეცდომა და გილოცავ დაბადების დღეს!”- წერს მაქარაშვილი.

Next Post

სახალხო დამცველს ჯერჯერობით ვერ აირჩევენ

ოთხ დეკ 21 , 2022
88 წაკითხვასახალხო დამცველს ჯერჯერობით ვერ აირჩევენ, რადგან მმმართველი გუნდის მიერ რეკომენდირებულ 5 კანდიდატს ოპოზიცია არ ემხრობა, ხოლო ოპოზიციის რჩეულ კანდიდატებს ხელისუფლება, შესაბამისად, ამ ჯერზე ვერ ხერხდება ომბუდსმენის კანდიდატურის შერჩევა და როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, საგაზაფხულო სესიისთვის, შესაძლოა მოხდეს საკითხის განხილვა. “„ომბუდსმენის კანდიდატებთან დაკავშირებით გაიმართა კონსულტაციები [ოპოზიციასთან]. დარწმუნებით შემიძლია, შედეგი გითხრათ, რომ იმ ხუთი კანდიდატიდან, რომლებიდანაც შევთავაზეთ, რომ ამოერჩიათ ერთი კანდიდატურა, […]

შესაძლოა მოგეწონოთ