203 წაკითხვა
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ქარიშხლის დატრიალებას აანონსებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადებაზე არ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას. ამის შესახებ მან “მთავარი არხი”-ს ეთერში, გადაცემა “მთავარ აქცენტებში” განაცხადა.
“წარმოდგენაც კი არ აქვთ იმხელა ქარიშხალი დატრიალდება, დამიჯერეთ. ახლა ვერაფერს ვერ ვიტყვი. შეიძლება თვითონ გვითხრან, ოღონდ სტრასბურგის სასამართლოს მიმართეთო”- ამბობს ხაჭაპურიძე.
წამყვანის კითხვაზე, შეთანხმებული აქვს თუ არა ეს ტაქტიკა მიხეილ სააკაშვილთან, ხაჭაპურიძე ამბობს – “კი, რა თქმა უნდა”.