197 წაკითხვა
ველოდებოდით ცხელ შემოდგომას, რომელიც არ შედგა, ჩვენ ველოდებოდით კონკრეტულ ნაბიჯებს, თუ რას აკეთებს პოლიტიკური პარტია იმისთვის, რომ შეიცვალოს ხელისუფლება და მიხეილ სააკაშვილის იყოს გათავისუფლებული.”– განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს, “ფორმულა”-ს ეთერში ჩართვისას და ნიკა მელია გააკრიტიკა.
მისი თქმით, აუცილებელია შადაპარტიული არჩევნების ჩატარება, რათა კრიზისი დასრულდეს.
“ახლა, ახალი ცხელი ზამთრისა და ცხელი გაზაფხულის დადგომაზე საუბრის დრო ჩვენ არ გვაქვს. არ არსებობს შედეგი, თუ არ არსებობს გეგმა. მე, როგორც პოლიტსაბჭოს წევრს, ასეთი გეგმა არ მინახავს და ეს პროცესი არის აბსოლუტურად სწორი, შიდაპარტიული არჩევნები ამ კრიზისს მოაგვარებს“- თქვა დიმიტრი შაშკინმა.