2,538 წაკითხვა
კატების გამო, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ბიურო, აფხაზეთიდან დევნილ, ვეტერანის ოჯახს სახლს უყიდის. თორდუების ოჯახმა სააღსრულებლო ფურცელი საცხოვრებელი სახლის აუქციონზე გატანასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ მიიღო.
ლალი თორდუას განცხადებით, კატა შვიდ კნუტთან ერთად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოთხი თვის წინ ჩააბარა, რისთვისაც რვა ლარის გადახდა დაეკისრა, აღნიშნული თანხა თორდუამ გადაიხადა თუმცა ფაქტს ვერ ადასტურებს, რისთვისაც მის ერთად ერთ საცხოვრებელ სახლს აუქციონზე გატანა ემუქრება. ლალი თორდუა აღნიშნულის გამო სამართლებრივ დავას აპირებს.